ცნობილი დიზაინერის სტელა მაკარტნისა და სპორტული სამოსის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მწარმოებლის Adidas-ის თანამშრომლობა უკვე წლებია გრძელდება. მათ გასულ წელს მეათე საიუბილეო საერთო კოლექცია შექმნეს და ახალი ხაზის შექმნის შესახებ განუცხადეს საზოგადოებას.

ახალი ბრენდი, რომელსაც StellaSport ერქმევა ძირითადად სპორტული სტილის ახალგაზრდა მომხმარებელზე იქნება გათვლილი. პირველი კოლექციის შეძენა კი  ონლაინ მაღაზიებში Adidas, Nordstrom  და Topshop 15 იანვრიდან იქნება შესაძლებელი. მანამდე კი ჩვენი საშუალებით გადაავლეთ თვალი კოლექციას.

 

Leave a Reply