პოლიეთილენის ბოთლები და პარკები გარემოსთვის როგორი დამაზიანებელია, ყველას კარგად გვაქვს გააზრებული. მათი ნარჩენების სახით არსებობა ბუნებაში ან დაწვა არანაკლებ საფრთხის შემცველია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გასული წლიდან გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება უნიკალური პროექტი „პოლიეთილენი დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით.“ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პოლიეთილენის ბოთლებისა და ცელოფნის პარკების შემგროვებელი 26 ალტერნატიული ურნა დაიდგა. შეგროვებული ნარჩენები სპეციალური აპარატით იპრესება და გადასამუშავებლად იგზავნება.

პროექტის ავტორი ხათუნა მანჯავიძე მიიჩნევს, რომ პროექტის წარმატება დამოკიდებულია საზოგადოების თანადგომასა და აქტიურობაზე, რაც ხარაგაულელების მხრიდან საკმაოდ შეიმჩნევა.

საქართველოში ალტერნატიული ბუნკერების დადგმის პრეცედენტი არ არსებობს. ნარჩენების გადამუშავება კი თავის მხრივ ინდუსტრიაა, რომელიც ევროპის ქვეყნებში საკმაოდ მომგებიანია.

(1)

ფოტო: “ჩემი ხარაგაული”

 

Leave a Reply