მოდის სამყაროში ტრენდები პერიოდულად იცვლება, ხდება ისე, რომ რაც ცოტა ხნის წინ ცუდ ტონად ითვლებოდა, უცბად ჰიტად იქცევა. ასე მოხდა მამაკაცის წვერთან დაკავშირებით. თუ არც თუ ისე შორეულ წარსულში წვერი მოუვლელობის და უსუფთაობის ერთგვარ გამოხატულებად ითვლებოდა,  2015 წელს წვერი (რომელიც აქამდე არც თუ ისე ესთეტიურად ითვლებოდა) მოდური მამაკაცის განუყოფელი ნაწილი გახდება. მამაკაცებში ეს სტილი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას სახელიც კი შეურჩიეს – ლამბერსექსუალი.

lamberseksual-borodatyj-lesorub-5
ლამბერსექსუალის ან ტყის მჭრელის სტილის განუყოფელი ნაწილია მოზრდილი წვერი, მამაკაცურობა და ერთი შეხედვით სიუხეშე – ეს მეტროსექსუალის საპრისპიროა – ის ხომ ელეგანტური და დახვეწილი ქალაქელი მამაკაცია.

1420187137_955378_50

ლამბერსექსუალის სტილი მხოლოდ მოვლილი წვერით არ შემოიფარგლება. მისთვის განუყოფელი ნაწილია კუბოკრული პერანგი, სადა მაისური, ნაქსოვი ქუდი, პირსინგი და რათქმაუნდა ტატუ.  აუცილებელია ასევე შესაბამისი ვარცხნილობის შერჩევაც, რომ წვერმა მოუვლელობის ასოციაცია არ გაგვიჩინოს.

ლამბერსექსუალი თანამედროვე კაცია, მუშაობს, დადის კინოში, თეატრში, უწევს მნიშვნელოვან შეხვედრებზე სიარული, ამიტომ ის მუდამ ფორმაში უნდა იყოს. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მაგალითს, თუ როგორ უნდა მოირგოს ლამერსექსუალმა კლასიკური სამოსი.

lambersexual-delovoj-stil-3 lambersexual-delovoj-stil-7 lambersexual-delovoj-stil-8 lambersexual-belaya-rubashka

შეგახსენებთ იმასაც, რომ ლამბერსექსუალის ტრენდს წინ უსწრებდა ინტერნეტმომხმარებლების მიერ მამაკაცის წვერის როგორც ყვავილების მდელოდ, ნაძვის ხედ ან სხვა დეკორაციად გამოყენების პრაქტიკები.

Leave a Reply