ჯასტინ ბიბერი Calvin Klein-ს ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა

 

20 წლის კანადელმა მომღერალმა, ჯასტინ ბიბერმა Calvin Klein-ის თეთრეულის და დენიმ კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწლეობა. რეკლამაში მომღერალს პარტნიორობას ლარა სტოუნი უწევს.

655x921_0xd42ee42a_1852757831420632668

ხმები იმაზე, რომ ჯასტინ ბიბერი Calvin Klein-ს რეკლამას უკეთებდა იქამდეც დადიოდა, სანამ ცნობილი გახდებოდა ბიბერისა და ამერიკული ბრენდის თანამშრომლობის შესახებ. ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ გასული წლის გაზაფხულიდან მომღერალი საკუთარ Instagram-ზე სელფებს დებდა სადაც მას Calvin Klein-ს საცვლები ეცვა, უკვე სექტემბერში ის ეწვია კონცერტს Fashion Rocks, სადაც სცენაზე ნიდერლანდელ მოდელთან, ლარა სტოუნთან ერთად გამოჩნდა, რომელიც უკვე დიდი ხანია ბრენდისთვის პოზირებს.

“მე წლების მანძილზე ვატარებდი Calvin Klein-ის თეთრეულს იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღესაც პატივი მერგებოდა და გადამიღებდნენ ბრენდისთვის, ეს ჩემი ოცნება იყო. გასული წლის გაზაფხულზე Instagram-ზე დავდე სურათი, სადაც ტრუსებში ვიყავი ჰეშთეგით #mycalvins, საბედნიეროდ Calvin Klein-მა ეს დაინახა, კომპანიას მოეწონა ფოლოვერების რეაქცია ფოტოზე, ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა.” – ამბობს ჯასტინ ბიბერი.

 

Leave a Reply