კინემატოგრაფიის გარიჟრაჟზე 20-იან და 30-იან წლებში, ფილმის გმირების ცხოვრება საზოგადოებისათვის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა. ამ დროს პოპულარული მსახიობების გადასაღებად ფოტოგრაფები სპეციალურ სტუდიებს იყენებდნენ და ძირითადად სასცენო ფოტოებით შემოიფარგლებოდნენ. მოგვიანებით, კი როცა ტექნიკა დაიხვეწა და 35 მმ ფირით გახდა კადრების გადაღება შესაძლებელი, ფოტოგრაფებმა შენობებშიც დაიწყეს ფოტოების გადაღება, სადაც მსახიობების ბევრად უფრო გულწრფელ ფოტოებს აღბეჭდავდნენ. ასეთმა ფოტოებმა 50-იან, 60-იან წლებში დიდ პოპულარობას მიაღწიეს.

BRE001JL

 

მუშაობის პროცესში ასეთ ფოტოებს ფილმისათვის, ან ჟურნალების გარეკანისთვის საცდელ კადრებად იყენებდნენ. მოგვიანებით, კი, როცა სასურველი ფოტო აირჩეოდა, დანარჩენები დავიწყებას ეძლეოდნენ. პრინსტონის უნივერსიტეტის არქიტექტურული ჟურნალის წარმომადგენელმა, კარინა ლონგვორთმა, ისინი გასულ წელს თავის სტატიაში მოიხსენია, როცა ის ძველი ფოტოების საშუალებით კლასიკური ჟანრის ფილმები გადაღების პროცესს სწავლობდა.

56giant.jpg.CROP.original-original

თავის წიგნში ის აღნიშნავს, რომ მიყოლებული კადრით გადაღებული ფოტოები ბევრად უფრო რეალურად აღწეს მოვლენებს, ვიდრე შეთანხმებული, სცენური კადრები, რომლებიც საბოლოო სახის მიღებამდე მრავალნაირად იქნა დამუშავებული. 60-იანი წლების პერიოდს კარინა ასეთი კადრების ოქროს ხანას უწოდებს, რადგან ისინი ერთადერთი საშუალება იყვნენ ვარსკვლავების თანყვანისმცემლებთან დასაკავშირებლად. ასეთი კადრები პოპულარული თავად მსახიობის ცენზურის გავლის შემდგომ ხდებოდა მხოლოდ ფართო მასებისთვის ცნობილი. არადა, ასეთ კადრებს იღებდნენ კულისებში, საგრიმიოროებში, რეპეტიციების დროს, კადრსა და კადრს შუა შესვენებისას და ა.შ. ბევრი მათგანი, ფაქტობრივად , ფილმის პარალელურ ისტორიას მოგვითხრობს.

მოგვიანებით, ტექნიკის წინ წასვლამ და ტელევიზიის როლის წინ წამოწევამ, შეცვალა დამოკიდებულება ასეთი კადრების მიმართაც. ყველა ფილმი ფერად გახდა, ციფრული მედიის შემოღებამ კადრების ხარისხის შემოწმება და მათი არჩევა ბევრად უფრო გაადვილა. შეიცვალა მუშაობის სტილი და სისტემა, შეიცვალა დამოკიდებულბებიც, თუმცა ამ კადრებს ძველი მნიშვნელობა მაინც შეუნარჩუნდათ.

J171139601 1953julius.jpg.CROP.original-original 80raging.jpg.CROP.original-original 68onceupon.jpg.CROP.original-original 7-25-13-Proofs

 

 

წყარო: http://www.slate.com/blogs/behold/2015/01/04/hollywood_frame_by_frame_shows_the_art_of_the_contact_sheet.html

http://www.lostateminor.com/2015/01/09/never-seen-vintage-hollywood-contact-sheets-featuring-audrey-hepburn-james-dean-grace-kelly/

Leave a Reply