სინქრონული ცეკვა  სპორტისა და ხელოვნების გამაერთიანებელი  ერთ-ერთი  ყველაზე ელეგანტური და დახვეწილი სპორტის სახეობაა. სწორედ ამ თემაზეა შექმნილი ფრანგი ფოტოგრაფის, ჟან ბატისტ კურტიეს ახალი ფოტოსერია.

ფოტოსესიისთვის ავტორმა ველური ბუნება არჩია, სადაც  სინქრონული ცეკვის ჩატარება ძალიან რთული და სახიფათოა. სწორედ ამიტომ კურტიეს მოდელები ცოცხალი მოცეკვავეების მაგივრად მანეკენები არიან.  c30f6eed82bb41c526eac0632a19ecad_medium

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფი გამოტყდა იმაში, რომ მის ნამუშევრებში განსაკუთრებული აზრი არ ჩაუდია და ეს უბრალოდ სპონტანურად მოსული იდეის განხორციელება იყო, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ფოტოსერია გენიალურია.

 

a5ba7876fc71553d249aaaa0915e7e05_medium b859287278b6e89f219701fec936e24f_medium 70768363ca4549bfee7db64aa1c54c61_medium bb669eaa9daa943c914cb23f842d89ad_medium

About The Author

4 წელია რაც ბლოგერი და მოქალაქე ჟურნალისტი ვარ. დაინტერესებული ვარ მოდის ინდუსტრიიდან სიახლეების, ადამიანის უფლებების/საზოგადოებაში არსებული პრობლემების და კულტურის სფეროდან სიახლეების გაშუქებით. მიმუშავია რამდენიმე ინტერნეტ გამოცემაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და ერთ-ერთ თინეიჯერულ ჟურნალში, სადაც სხვადასხვა შინაარსისმქონე კონტენტს ვთავაზობდი მკითხველ. ამჟამად ვარ მოქალაქე ჟურნალისტი და ვაპირებ მომავალში შემდგარი და მიუკერძოებელი, სრულიად დამოუკიდებელი ჟურნალისტი გავხდე, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმაციის მაქსიმალურად კორექტულად მიწოდებაზე იზრუნებს. "What i see" საშუალებას მაძლევს ფართო საზოგადოებას გავუზიარო ის, რაც მაინტერესებს და სხვებსაც დავანახო ის, რასაც ვხედავ მე.

Leave a Reply