რაც დრო გადის, საზოგადოება მეტად ჯანსაღ დამოკიდებულებას იჩენს გარეგნობისა და სილამაზის ცნებისადმი. უფრო და უფრო ხშირია პროტესტი სილამაზის საყოველთაოდ აღიარებული სტერეოტიპებისადმი და ეს თემა არაერთი ხელოვანის ნამუშევრის ინსპირაციის წყარო გახდა. დღეს შეიძლება უკვე ითქვას, რომ  გავაცნობიერეთ  რეალობა, სადაც ბილბორდებზე, ჟურნალების გარეკანსა  და რეკლამებში ნაჩვენები სილამაზე არ არის ერთადერთი და უალტერნატივო.

სწორედ ამ თემაზე შექმნილ ერთ-ერთ უკანასკნელ პროექტს წარმოადგენს რეჟისორ ქეით ჩემპიონისა და ქელი ჯინ დრინქუოტერის ერთობლივი ნამუშევარი – თეატრალიზებული საცეკვაო წარმოდგენა – „არაფერია დასაკარგი“.

NOTHING TO LOSE / FORCE MAJEURE from Force Majeure on Vimeo.

o-BOBO-900ქელი ჯინ დრინქუოტერი დიდი ხანია ე.წ „მძიმე წონის აქტივისტია“. ის თანამოაზრეებთან ერთად ებრძვის საზოგადოების დამოკიდებულებას ‘ზედმეტი წონისადმი’’.

ჩემთვის, როგორც ხელოვანისა და აქტივისტისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  “სხეულის პოლიტიკა” და შინაგანი განწყობა  განუყოფელი იყოს. პროექტით  „არაფერია დასაკარგი“ შევეცადეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა “იდეალური სხეულის” სტერეოტიპის მსხვრევაში, სწორედ ეს მცდარი დამოკიდებულებები თრგუნავენ ადამიანის უამრავ სურვილს, მისწრაფებას. ამ მიზნისაკენ მიმავალი გზების ძიება უდიდესი ინსპირაციის წყარო გახდა ჩვენთვის.“ – ამბობს დრინქუოტერი.

 

o-BOD-900წლების განმავლობაში ქეთ ჯინ დრინქუოტერი ცდილობდა სხვადასხვა პერფორმანსით გაეზიარებინა საზოგადოებისთვის  საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ იცხოვრო დიდი წონით კომფორტულად და კომპლექსების გარეშე. ის ხშირად იუმორისტული ხერხებით  გამოხატავდა დიდი ზომის სხეულის უპირატესობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობებს.

მინდოდა დამედგა წარმოდგენა დიდი ზომის მოდელების მონაწილეობით, ვეძებდი ასეთ ხალხს. სწორედ ამ დროს შემომთავაზა რეჟისორმა ქეით ჩემპიონმა თანამშრომლობა და ასე შეიქმნა თეატრალიზებული პერფორმანსი – „არაფერია დასაკარგი“. განსაკუთრებით მხიბლავდა ის, რომ ერთი და იგივე შეხედულებები და მიზნები გვქონდა, თუმცა, საკითხს სხვადასხვა კუთხით მივუდექით. ეს ნამდვილად დროული შეხვედრა იყო!

 

slide_395252_4846238_free

slide_395252_4846244_free

slide_395252_4846246_free

slide_395252_4846248_free

slide_395252_4846250_free

o-BOD-900 (1)

slide_395252_4846252_free

slide_395252_4846254_free

slide_395252_4846256_free

slide_395252_4846258_free

slide_395252_4846260_free

slide_395252_4846262_free

slide_395252_4846264_free

slide_395252_4846266_free

slide_395252_4846270_free

slide_395252_4846272_free

 

slide_395252_4846274_free

 

წყარო: www.huffingtonpost.com

 

Leave a Reply