ბარონ უოლმანი (Baron Wolman) ჟურნალ Rolling Stone – ის პირველი ფოტოგრაფი იყო. 1969 წლიდან მოყოლებული უოლმანი მუსიკალურ ფესტივალებს იღებდა შეერთებული შტატების მასშტაბით. სწორედ უოლმანის ფოტო ობიექტივში მოხვდა 1969 წელს ჩატარებული ვუდსტოკის ფესტივალი, რომელიც უკვე ისტორიადაა ქცეული. ოფიციალური ცნობებით ფესტივალს ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაესწრო, აქედან  ხუთი ათასი ჟურნალისტი იყო. ფესტივალზე გამოდიოდნენ ისეთი მომღერლები და ჯგუფები, როგორებიც არიან ჯენის ჯოპლინი, ჯო კოკერი, ჯიმი ჰენდრიქსი, The Who, Jefferson Airplane, Creedence Clearwater Revival, Grateful Dead და ა.შ. სწორედ ამ ფესტივალის ამსახველ აქამდე უცნობ ფოტოებს გთავაზობთ, რომელიც ბარონ უოლმანმა გადაიღო ჟურნალ Rolling Stone-ისთვის. 

 

 

 

Leave a Reply