ზოგჯერ, ფოტო გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფირზე აღბეჭდილი კადრი. ის უფრო მეტს გვიყვება, ვიდრე  ვრცელი დოკუმენტური ნაშრომები. არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა ფოტოსურათმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა მხოლოდ იმიტომ, რომ ფოტოგრაფმა მისი მეშვეობით ისტორიული ფაქტი აღბეჭდა.

სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება წარმოდგენილი ფოტო-კოლაჟი. მათი ექსპრესიულობის წყალობით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რამდენად განსხვავებული იყო ცხოვრების სტილი 100-150 წლის წინ, რამდენი უცნაური მოვლენა ახსოვს საზოგადოების განვითარების ისტორიას. და ბოლოს, რაც ყველაზე საინტერესოა – რამდენად მნიშვნელოვანი და უნიკალური მოვლენა შეიძლება დააფიქსიროს ფოტოგრაფმა ერთ შემთხვევით კადრში.

 

22-Suntan-vending-machine-1949

ხელოვნური რუჯი-სპრეის აპარატი. ფოტო გადაღებულია 1949 წელს.

 

 

01-Woman-With-A-Gas-Resistant-Pram-England-1938

დედა ასეირნებს ჩვილ ბავშვს გაზისაგან დამცავი სპეციალური ეტლით.

02-Unpacking-the-head-of-the-Statue-of-Liberty-1885

ქალი და ბავშვი პოზირებენ თავისუფლების ქანდაკების სახის წინ. ფოტო გადაღებულია ქანდაკების დასრულებამდე.

05-Testing-of-new-bulletproof-vests-1923

გაბედული ადამიანი, რომელიც საკუთარ სხეულზე ცდის ჯავშანჟილეტს.

 

 

07-Hindenburg-Disaster-May-6-1937

ჰინდენბურგის კატასტროფა – ფოტო გადაღებულია 1937 წლის 6 მაისს, საჰაერო ხომალდის აფეთქებისას.

 

08-Circus-hippo-pulling-a-cart-1924

ცირკის გაწვრთნილი ბეჰემოთი, რომელიც შებმულია ორთვალაში.

10-Annie-Edison-Taylor-the-first-person-to-survive-going-over-Niagara-Falls-in-a-barrel-1901

პირველი გადარჩენილი ადამიანი, რომელიც ნიაგარას ჩანჩქერში კასრით გადაეშვა. 1901 წელი.

 

11-106-year-old-Armenian-Woman-guards-home-1990

1990 წელი. 106 წლის სომეხი ქალი იცავს საკუთარ სახლს საბრძოლო ავტომატით.

13-The-original-Ronald-McDonald-1963

ნამდვილი რონალდ მაკდონალდსი. ფოტო გადაღებულია 1963 წელს.

 

15-Advertisement-for-Atabrine-anti-malaria-drug-in-Papua-New-Guinea-during-WWII

მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის სარეკლამო აბრა. ფოტო გადაღებულია მეორე მსოფლიო ომის დროს.

16-Soldier-shares-a-banana-with-a-goat-during-the-battle-of-Saipan-ca-1944

ჯარისკაცი, რომელიც საიპანის ბრძოლის ველზე ბანანს უნაწილებს თხას. 1944 წელი.

17-Little-girl-with-her-doll-sitting-in-the-ruins-of-her-bombed-home-London-1940

გოგონა, რომელიც საკუთარი სახლის ნანგრევებზე ზის თოჯინასთან ერთად. ფოტო გადაღებულია 1940 წელს, ლონდონის დაბომბვის შემდეგ.

 

 

18-Construction-of-the-Berlin-wall-1961

ბერლინის კედლის მშენებლობის პროცესი. 1961 წელი.

20-Bookstore-in-London-ruined-by-an-air-raid-1940

საჰაერო რეიდის შედეგად დაბომბილი ლონდონის წიგნების მაღაზია. 1940 წელი.

 

21-Walter-Yeo-one-of-the-first-to-undergo-an-advanced-plastic-surgery-and-a-skin-transplant-1917

უოლტერ იეო – პირველი ადამიანი, რომელსაც ჩაუტარდა კანის გადანერგვის ქირურგიული პლასტიკური ოპერაცია.

 

25-Hotel-owner-pouring-acid-in-the-pool-while-black-people-swim-in-it-ca-1964

სასტუმროს მეპატრონე საცურაო აუზში ასხავს მჟავას იმ დროს, როდესაც ფერადკანიანი ოჯახი ბანაობს.

 

 

26-Lifeguard-on-the-coast-1920s

ასე გამოიყურებოდნენ სანაპირო ზოლის მაშველები მეოცე საუკუნის 20-იან წლებში.

 

27-Artificial-legs-UK-ca-1890

გოგონა ფეხების პროთეზით. 1890 წელი.

28-Mom-and-son-watching-the-mushroom-cloud-after-an-atomic-test-Las-Vegas-1953

დედა-შვილი უყურებს სოკოს ფორმის ღრუბელს ატომური იარაღის სატესტო გამოყენების დროს. ლას ვეგასი, 1953 წელი.

29-Mother-hides-her-face-in-shame-after-putting-her-children-up-for-sale-Chicago-1948

დედა სირცხვილისაგან მალავს სახეს მას შემდეგ, რაც საკუთარი შვილები გასაყიდად გამოიყვანა.

31-Hitlers-officers-and-cadets-celebrating-Christmas-1941

ნაცისტი ოფიცრები და სამხედრო სასწავლებლის კურსანტები აღნიშნავენ შობას. 1941 წელი.

 

32-Christmas-dinner-during-Great-Depression-turnips-and-cabbage

‘უიმედო საშობაო სადილი’

34-Last-prisoners-of-Alcatraz-leaving-1963

უკანასკნელი პატიმრები ტოვებენ ალკატრასის მკაცრი რეჟიმის ციხეს. 1963 წელი.

 

35-Melted-and-damaged-mannequins-after-a-fire-at-Madam-Tussauds-Wax-Museum-in-London-1930

მადამ ტუსაუდის ცვილის მუზეუმის ფიგურები, რომლებიც ხანძარს გადაურჩა. ლონდონი, 1930 წელი.

36-A-space-chimp-posing-to-camera-after-a-successful-mission-to-space-1961

შიმპანზე პოზირებს ფოტოსათვის, კოსმოსში წარმატებული გაფრენის შემდეგ. 1961 წელი.

 

37-Illegal-alcohol-being-poured-out-during-Prohibition-Detroit-1929

ალკოჰოლის აკრძალვის შემდეგ, სასმელს ღვრიან შენობის ფანჯრებიდან. დეტროიდი, 1929 წელი.

 

 

წყარო: www.awareness-time.com

Leave a Reply