თამარ ჩერგოლეიშვილის ცნობით, ტელეკომპანია “ტაბულა“, დღეც ღამის 12 საათზე გაითიშება. გათიშვის მიზეზია 2 თვიანი დავალიანების გადაუხდელობა.

როგორც ირკვევა ტელეკომპანოიის დავალიანების გადახდის ბოლო დღე, შეთანხმებით 31 იანვარი ყოფილა. იმისდა მიუხედავად, რომ ტაბულას დირექტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თანხა დათქმულ ვადაში გადაიხადა, ზურაბ ლორიას გადაწყვეტილებით ტელეკომპანია დღის ბოლოს გაითიშება. მიზეზად კი ის სახელდება, რომ თანხა არასაბანკო დღესაა გადარიცხული და მიმღების ანგარიშზე არ დაჯდა.

გთავაზობთ თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსს “ფეისბუქზე“:

“მედია რომ “გათავისუფლდა” იმ სერიიდან – საქართველოს მთავრობა ტაბულას თიშავს ამაღამ, ღამის 12 საათზე.
ბატონმა ზურაბ ლორიამ -(ტელ 599535000), რომელიც ახალი დანიშნულია ანძაზე, ასე გადაწყვიტა.
მიზეზად ანძას მოაქვს დავალიანება. არ იფიქროთ რომ საუბარია წლების განმავლობაში დაგროვილ დავალიანებაზე. ნოემბერ დეკემბრის დავალიანებაზე ვსაუბრობთ რომელიც შეთანხმების მიხედვით 31 იანვარს უნდა გადამეხადა და გადახდილია როგორც ხედავთ. უბრალოდ იმის გამო, რომ არასაბანკო დღეა მიმღების ანგარიშზე არ ასახულა.
თქვენ ვერ გაიხსსენებთ ვერცერთ შემთხვევას “სისხლიანი” 9 წლის განმავლობაში, როდესაც ანძამ არხი დავალიანების გამო გათიშა. მითუმეტეს გადახდილი დავალიანების გამო, რომელიც ანგარიშზე შაბათს ვერ აისახა და ორშაბათს აისახება.
თქვენ თუ გაიხსენებთ ერთ შემთხვევას მაინც, როდესაც მსგავსი პრობლემის გამო რომელიმე არხი გაითიშა – სიამოვნებით მოგისმენთ.
ნინო ჯანგირაშვილს ვესაუბრე, რომელიც მედიაში არსებული პრობლემების მემატიანეა, მაგრამ გათიშვის ფაქტი მანაც ვერ გაიხსენა. დავალიანების ფაქტი – არაერთი.
დავალიანება ახლაც უამრავ ტელევიზიას აქვს, ჰქონია და სავარაუდოდ მომავალშიც ექნება.”

 

About The Author

4 წელია რაც ბლოგერი და მოქალაქე ჟურნალისტი ვარ. დაინტერესებული ვარ მოდის ინდუსტრიიდან სიახლეების, ადამიანის უფლებების/საზოგადოებაში არსებული პრობლემების და კულტურის სფეროდან სიახლეების გაშუქებით. მიმუშავია რამდენიმე ინტერნეტ გამოცემაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და ერთ-ერთ თინეიჯერულ ჟურნალში, სადაც სხვადასხვა შინაარსისმქონე კონტენტს ვთავაზობდი მკითხველ. ამჟამად ვარ მოქალაქე ჟურნალისტი და ვაპირებ მომავალში შემდგარი და მიუკერძოებელი, სრულიად დამოუკიდებელი ჟურნალისტი გავხდე, რომელიც არა მხოლოდ საკუთარ კარიერაზე, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმაციის მაქსიმალურად კორექტულად მიწოდებაზე იზრუნებს. "What i see" საშუალებას მაძლევს ფართო საზოგადოებას გავუზიარო ის, რაც მაინტერესებს და სხვებსაც დავანახო ის, რასაც ვხედავ მე.

Leave a Reply