1945 წლის 27 იანვარს,  წითელი არმიის სამხედრო ქვედანაყოფებმა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი დაიკავეს და ტყვეები გაათავისუფლეს. სწორედ ამ მოვლენის 70 წლისთავთან დაკავშირებით გაერთიანდნენ საინფორმაციო სააგენტო “როიტერის’  წამყვანი ფოტოგრაფები და იმუშავეს საერთო პროექტზე. ეს არის ფოტოპორტრეტები და ისტორიები იმ ადამიანებისა, რომლებიც აუშვიცის მკაცრი რეჟიმის ბანაკიდან გათავისუფლდნენ და დღემდე ცოცხლები არიან. ისინი ყვებიან რეალურ ამბებს, საკონცენტაციო ბანაკში გატარებულ დღეებს, რომლებიც შეუძლებელია მეხსიერებიდან წაიშალოს.

აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი მდებარეობდა ნაცისტების მიერ ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე და მასში 1.1 მილიონი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა ებრაელი იყო. 1945 წელს გათავისუფლდა 200,000 კაცი და დღეს, დაახლოებით 300 მათგანია  ცოცხალი.

ამ ფოტოპორტრეტებზე გამოსახული ადამიანების უმრავლესობა წარმოშობით არის პოლონელი, რომლებიც აუშვიცში გაგზავნეს ვარშავის აჯანყების პერიოდში. თუმცა, მხოლოდ პოლონელები არ გახდნენ ბანაკის მკაცრი რეჟიმის მსხვერპლი – აქ იყვნენ ნაცისტების მიერ მთელი ევროპის ტერიტორიაზე ტყვედ აყვანილი პატიმრები.

პროექტზე მუშაობისას, უამრავმა ადამიანმა მოისურვა ფოტოებით პიზირება – მათზე არიან ოჯახის წევრები, რომლებიც შეეწირნენ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს.

 

ევა ფაჰიდი, 90 წლის. 

ევა ფაჰიდი ამჟამად 90 წლისაა. მას ხელში უჭირავს თავისი ოჯახის წევრების ფოტო, რომლებიც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ევა 18 წლის იყო, როცა 1944 წელს, თავის ოჯახთან ერთად მოხვდა საკონცენტრაციო ბანაკში.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-22

 

იერზი ულატოვსკი, 83 წლის.

იერზი ულატოვსკი გადაიყვანეს აუშვიცის ბანაკში, როცა 13 წლის იყო. 1945 წელს, მან თავის ოჯახთან ერთად მოახერხა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცევა.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-18

 

იადვიკა ბოგუცკა, 89 წლის.

1944 წლის 12 აგვისტოს, 19  წლის იადვიკა ბუგუცკა, დედასთან თან ერთად გაგზავნეს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-1

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-7

 

იაცეკ ნადოლნი, 77 წლის.

ფოტოზე ჩანს 77 წლის იაცეკ ნადოლნი, რომელსაც ხელში უჭირავს თავისი საოჯახო ფოტო. ის ვარშავის ამბოხების შემდეგ გაგზავნეს აუშვიცში, ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-20

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-21

 

მარია სტროინსკა, 82 წლის.

მარია 12 წლის იყო, როცა ვარშავის ამბოხების პერიოდში თავის დასთან ერთად გაგზავნეს პრუსზკოვის საკონცენტრაციო ბანაკში. რამდენიმე ხნის შემდეგ, მარია სტროინსკა მარტო, დის გარეშე გადაიყვანეს აუშვიცში. მარიას ხელში უჭირავს ოჯახის ფოტო, რომელიც გადაღებულია ომამდე.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-35 (1)

 

ჰალინა ბრზოზოვსკა, 82 წლის.

ჰალინა 12 წლის იყო, როცა ვარშავის აჯანყებისას ის და თავისი ოჯახი გაგზავნეს პრუსზოვსკის ბანაკში. რამდენიმე ხნის შემდეგ კი ის და თავისი 5 წლის და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. როგორც თვითონ ამბობს, ძნელია ამ პერიოდის გახსენება და ამაზე ლაპარაკი, რადგან დაკარგა ოჯახი, სახლი და ბავშვობა.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-5

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-29

 

ლასზლო ბერნათი, 87 წლის.

როგორც ლასზლო ამბობს, მისი გადარჩენა მთლიანად მამამისის დამსახურებაა. სწორედ მამამ  დაარიგა 15 წლის ლასზლო, მოეტყუებინა საკუთარი ასაკი, რათა ერთმანეთს არ დაეშორებინათ.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-28

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-6

 

დანუტა ბოგდანიუკ-ბოგუცკა, 80 წლის.

დონუტა 10 წლის იყო, როდესაც  დედასთან ერთად გააგზავნეს აუშვიცში. საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნის პერიოდში, ის იყო იოსეფ მანგელის ექსპერიმენტების ცდისპირი.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-19

 

ბარბარა დონიეცკა, 80 წლის.

ბარბარა დონიეცკა 12 წლის იყო, როცა ვარშავის აჯანყების დროს, დედასთან ერთად გაგზავნეს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-26

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-27

 

ელიზაბეთა სობცზინსკა, 80 წლის.

ვარშავის აჯანყების დროს, 10 წლის ელიზაბეთა ძმასთან და დედასთან ერთად, პირდაპირ საკუთარი სახლიდან გაგზავნეს პრუზსკოვის საკონცენტრაციო ბანაკში. მოგვიანებით კი, გადაიყვანეს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ისინი ცალ-ცალკე ბლოკებში მოათავსეს.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-3

 

მარიან მაიეროვიჩი, 88 წლის.

მარიან მაიეროვიჩი 17 წლის იყო, როცა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს. როგორც თვითონ იხსენებს, იქ განსაკუთრებით დაუახლოვდა მამას, მას შემდეგ, რაც მისგან შეიტყო, რომ დედა და და გაზის კამერაში მოკლეს.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-2

 

ერზსებეტ ბორდტი, 89 წლის.

ელიზაბეთი 17 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად გააგზავნეს აუშვიცში. “მახსოვს, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკისაკენ მიმავალ გზაზე, ვინც ორსულად ან ავად იყო ცალკე ვაგონში მოათავსეს. როცა ადგილზე ჩავედით, ვაგონი გახსნეს და იქ ყველა გარდაცვლილი იყო.” – იცხენებს ერზსებეტ ბორდტი.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-16

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-17

 

სტეფან სოტი, 83 წლის.

სტეფან სოტი 13 წლის იყო, როცა ვარშავის აჯანყებისას, აუშვიცში გაგზავნეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, ის გადაიყვანეს მუშათა ბანაკში.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-13

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-14

 

იანინა რეკლაიტისი, 80 წლის.

იანინა 12 წლის იყო, როცა დასთან ერთად წაიყვანეს აუშვიცში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი გადაიყვანეს ბერლინის მუშათა ბანაკში, სადაც იმყოფებოდნენ ომის დასრულებამდე.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-9

 

ლაიოს ერდელი, 87 წლის.

ლაიოს ერდელი 1944 წლის მაისში გაგზავნეს აუშვიცში, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, გადაიყვანეს სხვა საკონცენტრაციო ბანაკში. როდესაც ლაიოსი გაათავისუფლეს, 30 კილოგრამზე ნაკლებს იწონიდა. მიუხედავად ამისა, ის მაინც შეეცადა საკუთარი ფეხით, დამოუკიდებლად შესულიყო სახლში, თუმცა, ვერ შეძლო და ცდისთანავე დაეცა. ამის შემდეგ, ლაიოსი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ფოტოზე ლაიოს ერდელს ხელში უკავია თავისი მეგობრის მიერ, საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას შესრულებილი ნახატი.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-4

 

ბოგდან ბარტინიკოვსკი, 82 წლის.

ვარშავის აჯანყების პერიოდში, ბარტინიკოვსკი დედასთან ერთად გაგზავნეს აუშვიცში. დროდადრო ისინი  გადაჰყავდათ სხვადასხვა ბანაკში. ომის დასრულების შემდეგ, ბარტინოვსკი მუშაობდა პილოტად, მოგვიანებით გახდა ჟურნალისტი, ხოლო საბოლოოდ – მწერალი.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-11

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-12

 

იანოს ფორგაცსი, 87 წლის.

იანოს ფორგაცსი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში სხვა პატიმრებთან ერთად, პირუტყვის გადასაყვანი ვაგონით გაგზავნეს. როგორც თვითონ იხსენებს, ვაგონის ფანჯრები მავთულხლართებით იყო ამოქოლილი. აუშვიცში ჩასვლისთანავე, ოფიცრებმა მას და დანარჩენებს უთხრეს, დაეტოვათ ბარგი, რადგან ეს ნივთები უკვე აღარასდროს დასჭირდებოდათ.

auschwitz-survivors-portrait-photography-70th-anniversary-reuters-32

 

 

წყარო:  www.boredpanda.com

 

 

 

Leave a Reply