ძველად ადამიანები წერილებს სწერდნენ ერთმანეთს, შედეგ ეს წერილები ელექტრონულმა ფოსტამ ჩაანაცვლა, ახლა კი არსებობს უამრავი სოციალური ქსელი, სადაც დარეგისტრირდები და მილიონობით ადამიანს გაიცნობ და გაუზიარებ საკუთარ ინტერესებს. სოციალური ქსელები იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ გარშემო სამყაროს ვეღარც ვამჩნევთ და გვირჩევნია ერთმანეთს ჩატში ვწეროთ. არცაა გასაკვირი, რომ შენს რჩეულს სწორედ სოც. ქსელში გადააწყდე.

სწორედ ასე გაიცნეს ერთმანეთი სპორტსმენმა და მოდის ბლოგერმა. მათი სიყვარულის ისტორია ინსტაგრამზე ფოტოს დალაიქებით დაიწყო, ახლა კი ისინი დანიშნულები არიან.

436_560571

ბლეიკ სკიელერუპი

12_880699

ბლეიკ სკიელერუპი – სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების მონაწილე, უფლებადამცველი

ერთხელ საულმა დააკომენტარა ერთ-ერთი ჩემი ფოტო ინსტაგრამზე: “თუ ნიუ-იორკში იქნები, გამაგებინე”. ეს სოციალური ქსელი კარგი იმითაა, რომ შეგიძლია ადამიანის გაცნობა – რითი არის დაკავებული, როგორ გამოიყურება. მე მომეჩვენა, რომ მას საკმაოდ სახალისო ცხოვრება ჰქონდა.

პირველი შეხვედრა გვქონდა ჩელსის ერთ-ერთ რესტორანში, სახელწოდებით Cafeteria.
არა, ამას პაემანს ვერ დავარქმევდი – ჩვენ უბრალოდ შევხვდით ერთმანეთს, რომ პირადად გაგვეცნო ერთმანეთი. როგორც კი მე ის დავინახე, გავიფიქრე: “ოჰ, მშვენიერი ბიჭია!”. მე მახსოვს რა შევუკვეთე ამ დღეს, იმიტომ, რომ ახლა ის ჩემი საყვარელი კერძი ამერიკული სამზარეულოდან: ქათამი ვაფლით. ადრე არ მქონდა გასინჯული.

მე მაშინ ნიუ-იორკში ვიყავი, ვასრულებდი ჩემს დოკუმენტურ ფილმზე მუშაობას “To Russia with Love”. შემდეგ დავბრუნდი სახლში, კალგარიში, და მაშინვე გავფრინდი ტორონტოში, პრაიდ-ჰაუსის გახსნაზე, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ამიტომ მე არ ვფიქრობდი იმ პაემანზე, ნიუ-იორკში რომ მქონდა. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებდით ურთიერთობას, სმს-ებს ვცვლიდით, FaceTime-თაც კი დავურეკეთ ერთმანეთს. უცნაური საუბარი იყო. . . მოულოდნელად მან თქვა, რომ კვირანახევარში მიემგზავრებოდა ლას-ვეგასში, და მკითხა: “წამოხვალ ჩემთან ერთად?”.

ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი სპორტს და ვწირავდი მისთვის ბევრ რამეს, ვცდილობდი არ მემოქმედა სპონტანურად, ამიტომ გადავწყვიტე ცოტათი პროვოცირება მომეწყო და დავთანხმდი წასვლაზე. უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ მქონდა. თუმცაღა კვირამ წარმატებულად ჩაიარა, მიწურულს მან მკითხა: “რას აპირებ?” მე ვუპასუხე: “მსურს ნიუ-იორკში წასვლა. წამოხვალ ჩემთან ერთად?” ის დამთანხმდა, და სწორედ ასე აღმოვჩნდი აქ. როდესაც საულთან ერთად ვარ, სხვა დანარჩენი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. გასული წელი უბრალოდ შეუდარებელი იყო, უამრავი აფრენით და დაცემით. საულის გარეშე მე ვერ გავუძლებდი იმ ყველაფერს, რაც დამეცა, ვერ დავრჩებოდი ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული. საული მე მამაგრებს. როდესაც მე მას ვესაუბრები, ერთი წუთითაც კი, ან თუ მასთან ახლოს ვარ, მე ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გამოვა.

საულ კარასკო

18_436766

საულ კარასკო – სტილისტი და მოდის ბლოგერი

“თავიდან მე დავინახე ბლეიკის სურათი ინსტაგრამზე, და მე ის მომეწონა, იმის მიუხედავად, რომ პერანგი ეცვა. იმ ფოტოში ის თავისი მეგობრების ქორწილში იყო. შემდეგ კიდევ რამოდენიმე ფოტო მოვნიშნე მოწონებულად, რომ ჩემთვის ყურადღება მოექცია.

ის ჩამოვიდა ნიუ-იორკში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად და თვითერზე, რაღაც მსგავსი მომწერა: “შეიძლება ეს ჟღერდეს უცნაურად და თავხედურად, მაგრამ ვისურვებდი, რომ შენთან ერთად მესადილა ამ კვირაში”. მე ვუპასუხე: “დიახ, ეს ჩემთვის უცნაური და თავხედურია, მაგრამ თანახმა ვარ”. ვფიქრობდი, რომ სადილით ყველაფერი დასრულდებოდა. შემდეგ, ორ კვირაში ჩვენ ლას-ვეგასში შევხვდით, და შემდეგ ის ჩემთან ერთად დაბრუნდა ნიუ-იორკში.

ისე გამოვიდა, რომ ახლა ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ურთიერთობა გვაქვს და დანიშნულები ვართ. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა გამაკრიტიკა, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი ასე სწრაფად მოხდა. მაგრამ იცით, ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა, თითქოს ერთმანეთს უამრავი წელი ვიცნობდით. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. მან პირველმა თქვა: “მე, შენ მიყვარხარ”. მე კი ვუპასუხე: “და ამას მეუბნეწბი მაშინ, როცა ჩვეწნ “დაუქორწინებელს” (The Bachelorette)-ს ვუყურებთ?”

მან გაიცნო ჩემი ოჯახის ყველა წევრი, ხოლო იმ დროს მე მის ოჯახს მხოლოდ სკაიპით ვიცნობდი. გასულ შობას ჩვენ ჩავედით ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში, სადაც გავიცანი მისი ოჯახის წევრები პირადად. უკან გზაზე, გავჩერდით ჰვაიზე, რომ შეგვერჩია ადგილი ქორწინებისთვის.

შაბათ-კვირას, მეზოიბელ მაღაზიაში ვყიდულობთ ყინულიან ყავას და უბრალოდ ვწევართ საწოლში, ვსაუზმობთ. დღე არ გადის ისე, რომ არ ვიფიქრო, როგორი ბედნიერი ვარ რომ ჩემს ცხოვრებაში ბლეიკი გამოჩნდა. მაშინაც კი, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, მაშინვე მიუმჯობესდება ხასიათი, როგორც კი მის სიცილს მოვისმენ.”

Leave a Reply