რამდენიმე დღის წინ Youtube-ზე ქართული ვიდეო გამოჩნდა, რომელიც პირველი ქართული მობილური ტელეფონის აღწერას წარმოადგენს. ადამიანები, რომლებიც პირველი ქართული მობილური ტელეფონის შემქმნელებად გვევლინებიან, ნაციონალურ სამოსში არიან გამოწყობილები და იმ სტერეოტიპებსა და ცრუ ტრადიციებზე აპელირებენ, რაც ქართული საზოგადოების მახასიათებლებია. S1 და სხვა მრავალი, Appკი, ბაბულიკატორი, ხინკლუჭა  – ქართულ სპეციფიკაზე მორგებული ოპერაციული სისტემა – ის თემებია, რაზეც 6 წუთის განმავლობაში სრულიად სერიოზულკად საუბრობენ ტელეფონის “შემქმნელები.”

ვიდეო იუთუბზე შავი დევის სახელით არის განთავსებული. იუზერს ამ დროისთვის 5 ვიდეო აქვს განთავსებული.  პირველი ქართული მობილური ტელეფონის შესახებ თიზერს, რომელიც 5 თებერვალს არის განთავსებული, უკვე 23 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

მეტი ინფორმაციისა და სხვა სიახლეებისთვის შეგიძლიათ გაყვეთ Black Hole Production-ს ფეისბუქის გვერდზე – https://www.facebook.com/BlackHproduction

Leave a Reply