ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება. 10-15 წლის წინ ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აქციებისა და მანიფესტაციების დაგეგმვა პირადი შეხვედრების ნაცვლად Facebook-ის event-ზე მოხდებოდა. ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ იარსებებდა საიტი სახელად Instagram, სადაც ადამიანები საუზმის ან სადილის სურათებს განათავსებდნენ. უფროსი თაობის წარმომადგენლებს დღემდე არ ესმით რატომ უნდა გადაუღო გემრიელ ნამცხვარს 20 ფოტო, მაშინ როდესაც შეიძლება, რომ ის უბრალოდ მიირთვა? ან რატომ შეიძლება გვაინტერესებდეს რას აკეთებდა გუშინ საღამოს რომელიმე ცნობილი მსახიობი, რა ეცვა, თმა როგორ ჰქონდა და ა.შ? ჩვენ ხომ ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობთ? მაგრამ ფაქტია, ეს ყველაფერი რომ არ გვაინტერესებდეს ინტერნეტის საშუალებით ფულს ვერავინ იშოვიდა.

დღეს ძალიან ხშირად მესმის კითხვა: როგორ ვაქციოთ YouTube შემოსავლის წყაროდ? ბევრ ადამიანს უნდა, რომ თან კარგი შემოსავალი ჰქონდეს და თან ოჯახთანაც მეტი დრო გააატაროს. მეც დავინტერესდი ამ თემით და გადავწყვიტე ეს ყველაფერი თქვენთვისაც გამეზიარებინა. მაშ ასე, როგორ ვიშოვოთ ფული  ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი YouTube-ის საშუალებით.

პირველ რიგში, კარგად უნდა გავიაზროთ, თუ როგორ მოქმედებს ეს სისტემა და რაზეა დამოკიდებული ჩვენი შემოსავალი. მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენი ნახვა ექნება თქვენს ვიდეოს, არამედ ის თუ რამდენი წამის განმავლობაში არ გამორთავს მნახველი რეკლამას ან თუ დააწკაპუნებს მასზე. YouTubeფ-ის სამყაროში ყველაზე აქტიურად 2 სახის რეკლამას იყენებენ. პირველი ეს არის Cost Per Click (CPC) – როდესაც რეკლამის მფლობელი ფულს იხდის ე.წ. დაწკაპუნების მიხედვით, რაც შეიძლება იყოს მაგალითად თითო დაწკაპუნებაზე 3 დოლარი. ტექსტი ძირითადად ჩნდება ბანერის სახით ვიდეოს ქვედა ნაწილში. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მილიონი ნახვა გაქვთ თუ ასი, ფული მხოლოდ მაშინ გერიცხებათ თუ მნახველი რეკლამაზე დააწკაპუნებს. რეკლამის მეორე ვარიანტი არის Cost Per View (CPV) – რაც ნიშნავს იმას, რომ რეკლამის მფლობელი ფულს იხდის ნახვების მიხედვით. ოღონდ, იგულისხმება, რომ მნახველმა მინიმუმ რაღაც დროის განმავლობაში უნდა უყუროს რეკლამას. ეს შეიძლება იყოს 30 წამი ან 15 წამი, დამოკიდებულია რეკლამის ხანგძლივობაზე. ამ ტიპის რეკლამები ძირითადად ვიდეოს დასაწყისში ჩნდება მთელს ეკრანზე და მათ აუცილებლად აქვთ ღილაკი Skip Ad (გამოტოვე რეკლამა). ონლაინ სამყაროში უპირატესობას პირველ ვარიანტს ანიჭებენ.

Lifetime-Monthly-Views-Vs-Earnings

გარდა ამისა, წარმატების შემთხვევაში ხდება ხელშეკრულების დადება YouTube-თან, რის შემდეგაც მისი წლიური შემოსავლიდან გარკვეული პროცენტი გერიცხებათ. ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენი გვერდი 100 000 Subscriber-ს ანუ მიმდევარს დააგროვებს.

სისტემაში გარკვევის შემდეგ სასურველია, რომ განვსაზღვროთ აუდიტორია. ვისთვის ვაკეთებთ ვიდეოებს? 30 წელს გადაცილებული განათხოვარი ქალებისთვის, განსაზღვრული მუსიკალური გემოვნების მქონე თინეიჯერებისთვის თუ უბრალოდ მოდის მოყვარული ადამიანებისთვის. დამეთანხმებით, რომ ერთნაირად ვერ დაელაპარაკები 21 წლის გოგოს და 55 წლის ქალს. მათ განსხვავებული აზროვნება და ინტერესები აქვთ. როდესაც უკვე გვეყოლება კონკრეტული სამიზნე აუდიტორია, რეკლამის მფლობელებიც უფრო დაინტერესდებიან ჩვენი გვერდით. მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს გვერდი, რომელიც ასწავლის ბიზნესის მფლობელებს, თუ როგორ მართონ თავიანთი ფინანსები, ეს აუცილებლად დააინტერესებს ბიზნეს კომპანიებს.

ძალიან მნიშვნელოვანია მოთმინება. YouTube არ არის დამსაქმებელი, რომელიც პირველივე თვის ბოლოს კუთვნილ ანაზღაურებას მოგვცემს. ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს. თუმცა თუ გაქვთ მონდომება და მოტივაცია, შედეგი აუცილებლად იქნება. პირადად მე ისეთი ოჯახიც კი აღმოვაჩინე, რომელიც ფინანსურად მხოლოდ YouTube-ზეა დამოკიდებული. ეს არის მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლონდონის გარეუბანში 3 სართულიან სახლში ცხოვრობენ. ისინი ყოველ დღე ახალ ვიდეოს პოსტავენ, რაც მათ ცხოვრებას ასახავს და ასე მუდმივ მნახველებს ინარჩუნებენ.

CalendarCover_grande

ტერმინი YouTuber სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ YouTube ათასობით ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. რამდენად საიმედოა ეს ყველაფერი, ეგ კიდევ საკითხავია. რა მოხდება ერთ დღესაც YouTube რომ უბრალოდ გაკოტრდეს და დაიხუროს? დღევანდელ დღეს გასაკვირი არაფერია. თუმცა ფაქტია, ჯერ-ჯერობით ეს პლატფორმა წარმატებით ფუნქციონირებს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. იქნებ როდესმე ვინმემ Instagram-ზე ფოტოების განთავსებაშიც გადაგვიხადოს ფული.

 

წყარო: http://videopower.org/

Leave a Reply