გამოვლინდა ყოველწლიური ფოტოკონკურსის,  World Press Photo-ს 2015 წლის გამარჯვებულები. პირველი ადგილის მფლობელი მადს ნისენი გახდა ფოტოთი “რუსული ჰომოფობია”, რომელზეც გამოსახულია ახალგაზრდა ჰომოსექსუალი წყვილი სანკტ-პეტერბურგიდან. გამარჯვებული ფოტოგრაფი დანიელია, მისი ფოტოს გმირები კი  21 წლის ჯონი და 25 წლის ალექსი ინტიმურ გარემოში არიან გადაღებულები. 

ფოტოს მნიშვნელობას ზრდის ის ფაქტი, რომ რუსეთში ლესბი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები ყოველდღიურად მძიმედ ირღვევა და მათდამი აგრესია და სიძულვილი მზარდია.
10394550_10152589967125496_5805483727589632767_n

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 5 692 ფოტოგრაფის 97 912 ფოტო მონაწილეობდა 131 ქვეყნიდან. გამარჯვებული ფოტოს ავტორს ფულადი პრემია 10 000 ევრო გადაეცა.

Leave a Reply