მსოფლიო ბესთსელერის “გრეის 50 ელფერის”  ეკრანზე გაცოცხლების იდეას მსოფლიოს წამყვანი კინოსტუდიები ერთმანეთს ეცილებოდნენ. ეკრანიზაციისს უფლების მოპოვების შემდეგ, სტუდია “უნივერსალი”  დიდხანს არჩევდა რეჟისორის და მთავარი როლების კანდიდატებს ჰოლივუდის ცნობილ ვარსკვლავებს შორის. საბოლოოდ რეჟისორად სემ ტეილორ ჯონსონი დაამტკიცეს და არჩევანმაც გაამართლა.

“გრეის 50 ელფერის” მსოფლიო პრემიერა ვალენტინობას დაიგეგმა. საქართველოს კინოთეატრებმა კი კვლავინდებურად გაახარეს მაყურებელი და ფილმის პრემიერა 2 დღით ადრე, 12 თებერვალს გაიმართა.

ე.ლ. ჯეიმსის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმს აქვს უამრავი საინტერესო და სანახაობრივი დეტალი: მსახიობები, მუსიკა, სიუჟეტი და რომანტიკულ-ეროტიკული ფილმის ელფერი.

მთავარი გმირის კრისტიან გრეის როლის შემსრულებელი ჯეიმი დორნანი უკვე ითვლება ჰოლივუდში ყველაზე სექსუალურ მამაკაცად. მისი ვიზუალი და დახვეწილი მანერები ნებისმიერ ქალს აჯადოვებს, მაგრამ ის რასაც ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტი ანასტასია სტილი განიცდის მის მიმართ, შესაძლოა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ. გოგონა, რომელიც კრისტიან გრეის სექსუალური ვნებების და სადისტური ფანტაზიის ობიექტია, მასზე მაინც უზომოდ შეყვარებულია.

ანასტასია სტილის როლს ახალგაზრდა დაკოტა ჯონსონი ასრულებს. ის მსახიობობის გარდა, წარმატებული მოდელია. უნდა აღინიშნოს, რომ კინოში ეს მისი პირველი როლი არ არის. დაკოტა ცნობილი მსახიობის მელანი გრიფიტის შვილია.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში უხვადაა უხეში ეროტიკული სცენები, ასევე ნახავთ რომანტიკულ კადრებს და  კომედიურ სიტუაციებს.

კრისტიან გრეი მთელი ფილმის განმავლობაში უმტკიცებს ანასტასიას, რომ ის რომანტიკული არ არის და მათ ვერ ექნებათ ისეთი ურთიერთობა, როგორც ჩვეულებრივ წყვილებს. თუმცა მისი ქცევები სხვა რამეს ამტკიცებს. გასეირნება ვერტმფრენით, როიალზე შესრულებული მელანქოლიური მუსიკა, ცეკვა, მოულოდნელი პაემნები, მოკლედ ყველაფერი ის, რაც მაყურებელს ხიბლავს და აინტრიგებს.

IMDB-ს მიხედვით ფილმს საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს, მაგრამ ეს სულაც არ უკლავს მილიონობით მაყურებელს მის მიმართ დაუცხრომელ ინტერესს, რომელიც ფილმის ნახვის შემდეგ უფრო მეტად გაღვივდება.

სიქველის გადაღებები უკვე დაწყებულია.

 

2 Responses

  1. uf ar mkitxo

    სიქველე კარგი სიტყვაა. თუმცა მგონია საშიშია ინგლისურიდან სიტყვების ასე უხეში შემოტანა-დამკვიდრების მცდელობა.. ქართულში მაგალითად უკვე გვაქვს სიქველე და სულ სხვა რამეს ნიშნავს. :)

    Reply

Leave a Reply