ახალშობილი ჩვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგი და ტრაგედიაა ნებისმიერი მშობლისათვის. ალბათ, რთულია ვიპოვოთ სიტყვები, რომლითაც იმ ემოციებს და განცდებს გადმოვცემთ, რასაც ამ დროს თითოეული მშობელი გრძნობს. ამ პროექტის მონაწილე ადამიანებმა გადაწყვიტეს ემოციური, ორიგინალური და, რაც მთავარია, საოცრად ესთეტიური გზით გამომშვიდობებოდნენ თავიანთ დაკარგულ ახალშობილებს.

‘Now I Lay Me Down To Sleep’ – არის ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამ პროექტის იდეის ავტორია. აღნიშნულ ფოტო-პროექტზე ორგანიზაცია 10 წლის განმავლობაში მუშაობდა მოხალისე ფოტოგრაფებთან ერთად. ფოტოსესიამ აშშ-ს ყველა შტატი და 40 ქვეყანა მოიცვა. ამ დროისათვის, პროექტში ჩართული ფოტოგრაფების რიცხვმა 1650-ს, ხოლო ფოტოსესიაში მონაწილე ოჯახების  რიცხვმა 30,000-ს მიაღწია.

‘Now I Lay Me Down To Sleep’ დაარსებულია შერილ ჰაგარდის და ფოტოგრაფ სენდი პაკის მიერ.

 

 

წყარო: www.boredpanda.com

 

Leave a Reply