საერთაშორისო სააგენტო როიტერსი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფოტოგრაფებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს, ერთგვარი მემატიანეა ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების.  ფოტოები, რომლებიც როიტერსის ფოტოგრაფებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში გადაიღეს ყველა  მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, იქნება ეს დამანგრეველი ომი, ეკონომიკური ვარდნა თუ ორი პრეზიდენტის შეხვედრა. ეს ფოტოები უსაზღვრო ემოციებს გადმოსცემს და დაუვიწყარ ისტორიას ქმნის.

 

Q_R5ChVKlRml3tKGh9ARAJiZ4gSRbZ5eSEPl-V1rmKQvBa82c1vb8LIXRdKnih8tztH8GYHcjnGoDbn9tPI8tmInW16f68ScoWu7v5tAcuTiNNI165qR2q-niKkCc1NZ

ალბანელი ქალი შვილს აჭმევს, სანამ კიდევ 2000 ალბანელ დევნილთან ერთად მაკედონიის საზღვარს კვეთს. ეს ყველაფერი კოსოვოს ომის შემდეგ ხდება.

 

e9hyHkaRFZdDV_jLZuTS6hC5YY96qzlQI7ldSjRL2I3tjHwsDN2n_RJTVY_YXzjQUfqa8HoPHBFK47Jp2Rrbuw

ბუქარესტის მაცხოვრებლები ცდილობენ თავი დაიცვან რესპუბლიკის მოედანზე მომხდარი შეტაკების დროს. “1989 წლის 22 დეკემბერს ჩემი გონება ჯერ კიდევ სავსე იყო ბერლინიდან გამოყოლილი მოგონებებით. მე ვაპირებდი, რომ შობას ოჯახთან ერთად შევხვედროდი, მაგრამ რუმინელმა კომუნისტმა ნიკოლაე ჩაუშესკუმ ჩემი გეგმები შეცვალა”. – როიტერსის ფოტოგრაფი ჩარლზ პლატიაუ.

e9hyHkaRFZdDV_jLZuTS6jgFb-fnER7hGnXiuH6J9EWiT4kO-oK4_0QOhnv_0BjjBqRa0yOrqr1tgMr2wtJ_KA

რუმინელ ცოლ-ქმარს მიაქვს პატარა ზომის კუბო და ჯვარი. ისინი საავადმყოფოსკენ მიემართებიან, სადაც მათი შვილი გარდაიცვალა. “მე ვიცოდი, რომ ბუქარესტის საავადმყოფოში იყო პალატა, სადაც აივ-ინფექციით დაავადებული ბავშვები იყვნენ. მაშინ კარგად არ ვიცოდი თუ რას წარმოადგენდა ეს დაავადება. როდესაც დაუძლურებული ბავშვები ვიხილე, ყველაფერი ნათელი გახდა. ეს ფოტო საავადმყოფოს გარეთ გადავიღე. ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმაზე ცოლ-ქმარმა სევდიანი თვალებით ამომხედა. მეტი ფოტოს გადაღება უბრალოდ არ შემეძლო… მე თვალი გავაყოლე მათ თუ როგორ შევიდნენ საავადმყოფოს ეზოში.”

 

e9hyHkaRFZdDV_jLZuTS6kH5kWu-sMUocXHPTtDcO8CVovvpU7co5kfuoBFIRy35b7ltywGnkAGmUAJADo9h2g

კურდიშელი (ეთნიკური ირანული ჯგუფი შუა აღმოსავლეთში) დევნილები იბრძვიან პურისთვის, თურქეთ-ერაყის საზღვართან. “ერაყის პირველი ომის დასასრულს დაახლოებით 1.5 მილიონი კურდი (Kurds) გაურბოდა სადამ ჰუსეინსა და მის მომხრეებს. ისინი შიმშილისგან იტანჯებოდნენ მთებში ხეტიალისას და თურქეთის მთავრობა მათ საკმარის ჰუმანიტარულ დახმარებას არ აწვდიდა. არასოდეს დამავიწყდება როგორ იბრძოდნენ პურის მოსაპოვებლად. მათი შეჩერება შეუძლებელი იყო.” – როიტერსის ფოტოგრაფი.

 

e9hyHkaRFZdDV_jLZuTS6i1JgQyPpe0go4sxaM2H9veNEMWrElkqJv1L__NVK3cKjGhxagT_fUI7XHNhdFrpaQ

ფორმულა 1-ის მანქანას ბენზინის ჩასხმის დროს ცეცხლი წაეკიდა, ნიდერლანდებში, ერთ-ერთ რბოლაზე. მძღოლი და მისი გუნდის დანარჩენი წევრები გადარჩნენ, ხოლო ფოტოგრაფისთვის ეს ფოტო წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

 

e9hyHkaRFZdDV_jLZuTS6mU7b6omOa1ipcZ1mN1V4eLCa0nLiaUazlMASYoAGX1l2CWO1lAsnNZXKZWNcRaWzw

ალბანელი კაცი, რომელსაც ბავშვი უჭირავს, ბარბაცით მიდის ამერიკული სამხედრო ვერტმფრენისკენ. ფოტო გადაღებული სამოქალაქო ომის დროს, დურესში (Durres), ალბანეთში.

FILE PHOTO OF FORMER US AND SOVIET LEADERS REAGAN AND GORBACHEV AT THEIR FIRST MEETING IN GENEVA

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ხელს ართმევს საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერს მიხეილ გორბაჩოვს მათ პირველ შეხვედრაზე ჟენევაში.

Leave a Reply