27 თებერვალს, ასტანაში (ყაზახეთი) დაიწყება რიგით მეორე “Pop-up Shop Astana”. შოურუმში  სხვა დიზაინერებთან ერთად წარდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების ნამუშევრებიც.

Alzo-ს და Kazakhstan Fashion Institute-ის ერთობლივი პროექტი – Pop-Up Shop Astana, პირველად გასული წლის ნოემბერში გაიხსნა. ღონისძიებამ საკმაო წარმატებას მიაღწია, სწორედ ამიტომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს მოდის მოყვარულებს წელსაც მოუწყონ სიურპრიზი. Pop-Up Shop Astana სამ დღიანი პროგრამით შემოიფარგლება: 27 თებერვლიდან – 1 მარტის ჩათვლის, სავაჭრო ცენტრ “Керуен”-ში. 

astanapop_up_store_2

წელს მონაწილეთა შორის იქნებიან MBFW Almaty-ს დიზაინერები: Dinara Nurlan, Aigul Kassymova, Alima, Kravets, Teezar, Woodeez, ZHSaken, MALLI, Salylimon, T.TSOY, KoishegarinA, LARIYA, “თავი ღრუბლებში”, ADALIZ, A&S Design, GAIA, ALZO, ARTE DI CASA.

გასული წლის მსგავსად ყაზახეთს ქართველი დიზაინერებიც ეწვევიან: აკანანიტა, ანუკა ქებურია, დავით სულიკაშვილი, ნინო ბაბუხადია, ტატიანა მეფარიძე, თამთა შინდელაშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, მაგდა თვალიაშვილი (Atelier Artisan).

Leave a Reply