70-იანებში დაბრუნება – ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტენდენციაა მომავალ სეზონზე, ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა პარიზის მაღალი მოდის კვირეულმა სადაც  პოდიუმზე მოდელები მამაკაცურ თეთრ სმოკინგში გამოწყობილები გვევლინებოდნენ სხვადასხვა ჩვენებაზე. როგორც ჩანს წელს დახვეწილ საღამოს კაბებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ფორმებს და ქალს უფრო მომხიბვლელს ხდიან ჩაანაცვლებს მამაკაცური სამოსი.

თეთრი სმოკინგები უყვარდათ და ხშირად იცვამდნენ 70-ანების ქალბატონები: თეთრი მამაკაცური კოსტუმების მოყვარულებს შორის იყო ლეგენდარული მარლენ დიტრიხიც. მასკულინური კოსტუმები მოსწონდა აგრეთვე ბიანკა ჯაგერსაც, რომელმაც ეს სამოსი ათწლეულის სიმბოლოდაც აქცია. ბიანკა თეთრი ფუშფუშა კაბის ნაცვლად, Yves Saint Laurent-ის თეთრ სმოკინგში გახდა Rolling Stones-ის სოლისტის მეუღლე.

 

ბიანკა ჯაგერის და მიკ ჯაგერის ქორწილი

ბიანკა ჯაგერის და მიკ ჯაგერის ქორწილი

ვინაიდან მოდა აქეთ-იქეთ ბრუნავს, გირჩევთ ბიანკასგან აიღოთ მაგალითი, დროებით დაივიწყოთ დახვეწილი საღამოს კაბები და მოირგოთ მამაკაცური თეთრი კოსტუმები. წარმოგიდენთ საუკეთესო თეთრ კოსტუმებს პარიზული მაღალი მოდის კვირეულიდან.

 

23b7ef29571be5e316c92485b05a8192

Atelier Versace

Schiaparelli

Schiaparelli

Jean Paul Gaultier

Jean Paul Gaultier

Bouchra Jarrar

Bouchra Jarrar

f642434a7dee5d45687951e7f2b82750

Armani Privé

Alexandre Vauthier

Alexandre Vauthier

Leave a Reply