სტანდარტული სიტუაცია სკოლაში: მასწავლებელი –  „აბა ბავშვებო, თქვენი აზრით რისი თქმა სურდა ავტორს, როდესაც ამბობს რომ ფარდა ლურჯია?“
ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს კლასი, რადგან დოდო მასწავლებლის აზრით პასუხი ერთია: ლურჯი ფარდები გამოხატავენ ავტორის დეპრესიას და ცხოვრების გაგრძელების სურვილის არქონას. შეწინააღმდეგება შეუძლებელია, აგერ უკვე 3 თაობას დააჯერა, რომ ლურჯი ფარდის დაკიდება მხოლოდ დეპრესიის დროს შეიbruce mcallister blue Fireძლება.
მაგრამ ისტორიას მეამბოხეები ქმნიან. ერთ-ერთმა ასეთმა დინების საწინააღმდეგოდ მცურავმა თევზმა გადაწყვიტა მასწავლებლის „სწორი“ ვერსია შეემოწმებინა და ამისთვის პირველ წყაროს მიმართა.
1963 წელს, 16 წლის ახალგაზრდა ინტრიგანმა, ბრუს მაკალისტერმა ჩამოაყალიბა მცირე, ოთხშეკითხვიანი კითხვარი და გაუგზავნა 150 ნოველისტს. 75 მათგანმა არ დაიზარა პასუხის გაცემა.

 

bradburry

რეი ბრედბერი სიმბოლოთი ხელში

შეკითხვა #1: “თქვენ განზრახ, შეგნებულად გეგმავთ და ათავსებთ სიმბოლოებს თქვენს ნაწერში?.. თუ კი, გთხოვთ გაგვანდოთ თქვენი მეთოდი. თუ გგონიათ, რომ ქვეცნობიერად ხდება ეს ყველაფერი?”

ჯეკ კერუაკი: „არა!“
აიზეკ აზიმოვი: „შეგნებულად? არა! ქვეცნობიერად? განა შეიძლება ვინმემ ამას თავი აარიდოს?“
ჯოზეფ ჰელერი: „კი, მე სპეციალურად ვიყენებ სიმბოლიზმს წერისას, თუმცა არა იმდენს რამდენიც ხალხს გონია… არა, მე ქვეცნობიერად არ ვიყენებ სიმბოლოებს, თუმცა ხშირად, კონკრეტული მოვლენების გამო ისინი იძენენ დატვირთვას, რომელიც არ მქონდა გათვლილი.“
რეი ბრედბერი: ”არა, არასოდეს ვიყენებ სიმბოლიზმს განზრახ. ეს იქნებოდა შეგნებული ვარჯიში და თვითშეგნება ამარცხებს ყოველგვარ კრეატიულ აქტს. ჯობს ქვეცნობიერი მიუშვათ, თქვენს მაგივრად იმუშავოს, გზიდან ჩამოეცალოთ. საუკეთესო სიმბოლიზმი ყოველთვის მოულოდნელი და ბუნებრივია.
ჯონ აპდაიკი: „კი – მეთოდი არ მაქვს; არ არსებობს მხატვრული ლიტერატურის საწერად; როგორც ჩანს თქვენ ეს არ გესმით“
ნორმან მაილერი: “არ მგონია კარგი იდეა იყოს მოქმედი ნოველისტისთვის, იდარდოს ტექნიკურ ასპექტებზე. როგორც წესი, საუკეთესო სიმბოლოები ნოველაში ისინია, რომლებსაც მხოლოდ წერის დასრულების შემდეგ ამჩნევ.

შეკითხვა#2: “მკითხველებს დაუნახავთ სიმბოლიზმი თქვენს ნაწარმოებებში იქ, სადაც თქვენ ეს არ გიგულისხმიათ? თუ კი, რა აზრის ხართ ამაზე? (გეცინებათ? გაღიზიანებთ? სხვა?)“

რალფ ელისონი: „კი, მკითხველი ჩემს ნამუშევარში ხშირად ხედავს სიმბოლიზმს, რომელიც არ მიგულისხმია. ხანდახან ვღიზიანდები, ხანდახან მეცინება. ხანდახან სასიამოვნოც არის, ვხედავ იმას, რომ მკითველის გონება კრეატიულად აღიქვამს ჩემს ნაწერს.“
სოლ ბელოუ: „რა თქმა უნდა. სიმბოლოებზე ნადირობა აბსურდია“
ჯონ აპდაიკი: „ხანდახან – როგორც წესი, ისინი არსებულ სიმბოლოებს ვერ ხედავენ“
ჯეკ კერუაკი: „ორივე, გააჩნია რამდენად დაკავებული ვარ;“

შეკითხვა #3: „გგონიათ, რომ ბუმბერაზი კლასიკოსები განზრახ, შეგნებულად გეგმავდნენ და ათავსებდნენ სიმბოლოებს ნაწერში?თუ გგონიათ რომ ქვეცნოებიერად ათავსებდნენ?“

ჯონ აპდაიკი: „ზოგი იყენებდა (ჯოისი, დანტე) უფრო ხშირად ვიდრე სხვები (ჰომეროსი).“
რეი ბრედბერი: „ეს შეკითხვაა, რომელიც თავად უნდა გამოიკვლიოთ“
რალფ ელისონი: „ადამიანი სიმბოლოების მკეთებელი და გამომყენებელი ცხოველია. ენა თავად კომუნიკაციის სიმბოლური ფორმაა.დიდი მწერლები იყენებდნენ სიმბოლოებს თავიანთი ფიქციის მართვის ფორმად. ზოგი ქვეცნოებიერად ათავსებდა, აღმოაჩენდა და ავითარებდა. დანაჩენები განზრახ ათავსებდნენ და არგებდნენ ნაწარმოებს სიმბოლოებს“
ჯეკ კერუაკი: „ყველანაირი „კლასიკა“ არსებობს- სტერნი არ იყენებდა სიმბოლიზმს, ჯოისი-კი“

keruak letter

ჯეკ კერუაკი: “არა”

შეკითხვა #4: გაქვთ რამე შენიშვნა არსებულ საკითხთან დაკავშირებით, ან რაიმე, რაც გგონიათ, რომ უნდა იყოს მსგავსი კვლევის ნაწილი?“

რიჩარდ ჰიუზი: „გიფიქრიათ გაგევრცოთ კვლევა, თუ რომელი სიმბოლოები იქმნება კითხვის პროცესში და რომელი წერისას?“
ჯეკ კერუაკი: „სიმბოლიზმი ჩვეულებრივი საკითხია მხატვრულ ლიტერატურაში, მაგრამ მე ნამდვილ ისტორიებს ვყვები, რომლებიც ჩემს ირგვლივ ადამიანებს გადახდათ“
ჯონ აპდაიკი: „სჯობს ასეთ საკითხებზე თავად იფიქროთ“
რეი ბრედბერი: „ბევრი არაფერია სათქმელი, უბრალოდ გაგაფრთხილებ, რომ არ მიუდგე ამ ყველაფერს სერიოზულად, თუ გსურს რომ მწერალი გახდე. თუ კრიტიკოსობა გსურს, სულ სხვა საქმეა… სიმბოლოებით თამაში, კრიტიკოსისთვისაც კი, შეიძლება ძალიან ბავშვური თამაში იყოს. კარგი სიმბოლიზმი ისეთივე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა… და ისეთივე შეუმჩნეველი“

როგორც პასუხებიდან ჩანს, ქალბატონო დოდო, ხანდახან პერსონაჟებიც კიდებენ ლურჯ ფარდებს, ავტორის დეპრესიის გარეშე.

პ.ს. თუ დაგაინტერესათ, ბრუს მაკალისტერი მწერალი და ინგლისურის პროფესორი გახდა.

Leave a Reply