სექს-მუშაკები მუმბაიდან

ინდოეთი – რომელიც ტურისტებისთვის  ულამაზეს, ზღაპრულ  და ტრადიციების მოყვარულ ქვეყანად არის შეფუთული, რეალურად მრავალი მძიმე სოციალური პრობლემის წინაშე დგას. აქ ტრადიციებს იმდენად დიდ ყურადღებას აქცევენ, რომ პროსტიტუციაც კი ერთ-ერთ ტრადიციდ იქცა. მუმბაის წითელი უბანი ის აგილია, სადაც ადგილობრივი მამაკაცები დროებით ივიწყებენ ყოველდღიურ პრობლემებს და მცირედი თანხის ან საჩუქრის სანაცვლოდ გოგონებთან ერთობიან. ბინძურ და აყროლებულ (ასე ახასიათებენ ამ ადგილს უცხოელი სტუმრები) ბარაკებში არავის აინტერესებს მეძავისა და კლიენტის ასაკი. კვლევების თანახმად ინდოელი სექს-მუშაკები მომწიფებას მიღწეული ასაკიდანვე მუშაობენ, არიან ისეთებიც, რომლებიც  ამ ბიზნესში  უფრო ადრეც ჩაერთო (14 წლამდე).

0_157267_d37549ea_origმძიმე რეალობის მიხედვით, პროსტიტუციით დაკავებული პირების  ჰიგიენა სრულიად უკონტროლოა.  მეძავების დიდი ნაწილი აივ ინფიცირებულია, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები კი ყოველწლიურად უფრო და უფრო ვრცელდება. წლების წინ ეს ქალბატონები პრეზერვატივსაც კი არ იყენებდნენ.

თითო ქალი ყოველდღიურად მინიმუმ 10 კაცს “უმკლავდება”. სხვადასხვა ინტერვიუებში და პირად საუბრებში ისინი ამბობენ რომ არ მოსწონთ ეს საქმიანობა, მათთვის გულის ამრევია ყოველდღე ამდენ კაცთან წოლა. აგრეთვე იმასაც ამბობენ, რომ ზოგი კლიენტი ზედმეტად აგრესიულია და მათზე ძალადობს. უმეტესობა ამ საქმეში საკუთარი ნების გარეშე ჩაერთო, ძირითადად ამას განათლების არქონას აბრალებენ. ზოგიერთი მეძავი საკუთარ ქალიშვილსაც აიძულებს მუშაობას.

 

0_1572a0_51a0485a_orig

0_15728d_4086bb9a_orig

 

 

0_1572a8_3301ffc2_orig

წყარო: http://www.maryellenmark.com/books/titles/falkland_road/index001_falkrd.html

Leave a Reply