ქართულ ინტერნეტში ონლაინ დასაქმების პირველი პლატფორმა გამოჩნდა. iDo.ge – საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი, ქვეყანაში პირველი ფრილანს (დისტანციური დასაქმების) ონლაინ პლატფორმაა, სადაც ფრილანსერი (დაკვეთის შემსრულებელი) ათავსებს განცხადებას იმის შესახებ, თუ რისი შესრულება შეუძლია და თვითონ აწესებს ამ მომსახურების ფასს. პოტენციური კლიენტი პოულობს და აფორმებს ელექტრონულ შეკვეთას მისთვის საჭირო მომსახურების მიხედვით.

საიტზე განცხადების გამოქვეყნება უფასოა. ყველა მომხმარებელს აქვს საკუთარი ვირტუალური კაბინეტი, რომლის საშუალებითაც ხორციელდება დამსაქმებელსა და შემსრულებელს შორის მიმოწერა, დავალებისა და შესრულებული ნამუშევრის მიწოდება. ყველა განცხადება გადის მკაცრ შემოწმებას და უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებელ მოთხოვნებს, როგორიცაა მაგალითად, შემოთავაზებული მომსახურების დაწვრილებითი აღწერილობა და მაქსიმალური კონკრეტიკა.

განცხადებების ავტორთა პროფესია და მომსახურების სპექტრი შეუზღუდავია. მაგალითად: თარჯიმანი, დიზაინერი, პროგრამისტი, ვებ-დეველოპერი, სხვადასხვა სახის კონსულტაციები, კოპირაიტერები, მხატვრები, გრაფიკოსები და ა.შ. 

ამ დროისთვის საიტზე 500-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი და 140-ზე მეტი განცხადებაა.

Leave a Reply