“Kingsman: საიდუმლო აგენტები” მარკ მილარის კომიქსების წიგნის კინო ადაპტაციაა. მისი პრემიერა 26 თებერვალს გაიმართა საქართველოს კინოთეატრებში.

მეთიუ ვონის სათავგადასავლო, მძაფრსიუჟეტიან ფილმს, რომელშიც მთავარ როლს კოლინ ფერტი და სემუელ ელ ჯექსონი ასრულებენ, მაყურებელი თავიდანვე დიდი ინტერესით ელოდა. თავდაპირველად ფილმში ერთ-ერთ როლზე ლეონარდო დიკაპრიო და ემა ვოტსონიც განიხილებოდნენ, თუმცა საბოლოოდ რეჟისორმა არჩევანი ახალბედა მსახიობზე შეაჩერა.

ეს არ არის სტანდარტული ფილმი ჯაშუშებზე. მისი სიუჟეტი საკმაოდ ჩამთრევია და ფინალის განსაზღვრა თითქმის წარმოუდგენელი. ფილმის ნახვისას არაერთხელ გაავლებთ პარალელებს ჯეიმ ბონდთან და შერლოკ ჰოლმსთან, თუმცა კინგსმენის აგენტები უფრო დახვეწილები, გამჭრიახები, თანამედროვეები და იუმორისტულები არიან.

უამრავ კომედიურ სიტუაციას თან ერთვის არაჩვეულებრივი მუსიკა, მსახიობების უზადო შესრულება და საინტერესო სიუჟეტზე უკვე ზემოთ ვთქვი. განა მეტი რა უნდა გინდოდეს მაყურებელს რეჟისორისგან და მისი ნამუშევრისგან?!

Leave a Reply