მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებებიდან ყველაზე ორიგინალურის სტატუსის მორგება ალბათ დოლჩე და გაბანას მოდის სახლს მოუწევს, რომელმაც 1 მარტს პოდიუმზე 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარდგენისას მოდელებთან ერთად ბავშვებიც გამოიყვანა. 

690x460_1_20102852f012070192cca2b91a531fe7@1024x683_0xd42ee42a_14839289291425231296

დედის დღეს იტალიელები მაისში აღნიშნავენ, მაგრამ დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ გადაწყვიტეს რომ მარტის პირველი დღე მაქსიმალურად ქალური ჩვენებისთვის გამოეყენებინათ და პოდიუმზე გასული საუკუნის 50-იან 60-იანი წლების ესთეტიკით ინსპირირებულ კაბებში გამოწყობილი ქალები გამოიყვანეს. სიცილიური დუეტის ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო ორსულმა მოდელმა და რამდენიმე ბავშვმაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოლექციაში საერთოდ არ ჩანდა შარვალი ან სხვა ე.წ. მასკულინური ტანსაცმელი.

«Viva la Mamma» – ს ჩვენებას მნახველთა არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. ზოგის აზრით ეს ქალების სტერეოპიზაციას უწყობს ხელს და მის მთავარ ფუნქციად დედობას განიხილავს, სხვების აზრით კი მოდის ჰუმანიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ თავად სამოსის შექმნაში გამოყენებულია ბავშვების ნახატები. ტრენდი ანჯელინა ჯოლის საქორწილო კაბის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც საკუთარი შვილების ნახატებით იყო გაფორმებული.

 

 

Leave a Reply