ერთ-ერთმა ბლოგერმა, ოლივია მიუნტერმა (Olivia Muenter) გადაწყვიტა, რომ ეღიარებინა თუ რეალურად რა ხდებოდა იმ სურათებში, რომლებსაც ის ყოველდღიურად სოციალურ ქსელ Instagram-ზე დებდა.

“Instagram, როგორც ნებისმიერი სოციალური მედია, გამოიყენება იმისთვის, რომ ჩვენი თავის საუკეთესო, იდეალური ვერსია წარმოვადგინოთ. ჩვენ წინა პლანზე ვწევთ ყველაფერს კარგს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება და საერთოდ არ ვახსენებთ უსიამოვნო მოვლენებს. ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ რაც არ უნდა მიმზიდველი ვიყო ტახტზე წამოგორებული,”სასოწარკვეთილი დიასახლისების” ყურებისას, მაშინ, როცა მივირთმევ იმ საჭმელს, რაც რეალურად მაცივარში მომეპოვება, მაინც მირჩევნია, რომ მსოფლიოს არ დავანახო ეს ოლივია. 

ასე რომ, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, მეც ისეთ ფოტოებს ვდებ ინტერნეტში, რომლებიც ჩემი ცხოვრების საუკეთესო ასპექტებს მოიცავს. მე დავდივარ სპორტულ დარბაზში, ვყიდულობ ყვავილებს, ვკითხულობ წიგნებს, მაქვს ფეხსაცმელები. მოკლედ ჩემი ცხოვრების ამ “მნიშვნელოვან” წუთებს სხვებსაც ვუზიარებ. ეს კი არის აღიარება იმისა, თუ რეალურად რა ხდებოდა, როდესაც ამა თუ იმ ფოტოს ვიღებდი.” 

1. ნამდვილად დადგმული ფოტო

998a4520-f01e-0131-6d7b-0aa0f90d87b4

როგორ გამოიყურება: – რა ამაღელვებელია, მე ახლახანს მივიღე ამანათი J. Crew-სგან. მოდით მათ ყვავილების გვერდით დავდებ, რომლებიც ასევე საოცრად უხდება ჩემს რვეულსა და ახალ საყურეებს. ამ ფეხსაცმელებს დღეს საღამოს პაემანზე ჩავიცვამ.

რა ხდება რეალურად: – მე უბრალოდ ლამაზი ნივთები ერთად დავაწყვე და მივიღე კარგი ფოტო. ვის არ მოსწონს ეს. დიახ, ეს სურათი დადგმულია, მაგრამ კარგი გამოვიდა,

2. ყავას + ფეხსაცმებელის ფოტო

f2823670-f016-0131-6d81-0aa0f90d87b4

როგორ გამოიყურება: – ვიყიდე არაკალორიული ყავა სალონში წასვლამდე, სადაც დროს სასიამოვნოდ გავატარებ და დავგეგმავ მომავალ კვირას. მე ამას დავპოსტავ, რადგან ვსვამ ყავას და ეს მოდაშია.

რა ხდება რეალურად: – ამ ფოტოს გადასაღებად დავიმალე, რადგან ჩემს შეყვარებულს რცხვენია, როდესაც ქუჩაში ასეთ ფოტოებს ვიღებ. ასევე იძულებული ვიყავი მარცხენა ხელი მოუხერხებელ პოზიციაში გამეჩერებინა, რათა კარგი სურათი გამოსულიყო. რას ვფიქრობდი ამ დროს: – “მგონი ორსულს ვგავარ, არადა არ ვარ ორსულად. ნეტავ სხვებიც ამას ფიქრობენ?!”.

3. განტვირთვის კვირა

6c28fef0-f020-0131-c08c-0eb233c768fb

როგორ გამოიყურება: – კვირას წვენისა და წყლის სმით ვიწყებ. შევჭამ თუ არა დღეს საჭმელს? რა თქმა უნდა არა, ეს ხომ განტვირთვის კვირაა. ვის სჭირდება მყარი საკვები? მე ჯანმრთელი ცხოვრების ქალღმერთი ვარ.

რა ხდება რეალურად: – გატვირთვის კვირა მას შემდეგ დავიწყე, რაც საშობაო არდადეგები ჩემი მშობლების ტახტზე მოკალათებულმა, ჩიპსების ჭამაში გავატარე. როგორც მახსოვს, ღამის 2 საათამდე მივაღწიე საჭმლის გარეშე და შემდეგ გული წამივიდა. მახსოვს, რომ იატაკზე ვიწექი და ჯენიფერ ენისტონს ვლანძღავდი ასეთი ფსიქიკისთვის. ყველაფერი ცოტა ბუნდოვანია.

4. უკანასკნელი “სელფი”

dfd0c620-f01e-0131-c08d-0eb233c768fb

როგორ გამოიყურება: – ახლახანს დავბრუნდი არდადეგებიდან და გადავწყვიტე ჩემი ბუნებრივი ნამზეური თქვენთვისაც გამეზიარებინა. ეს პომადა? ასევე ახალია. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი ცხოვრება იდეალურია. ეს ფოტო ერთხელ გადავიღე. დიახ, მხოლოდ ერთხელ. ყოველთვის ასე კარგად გამოვიყურები.

რა ხდება რეალურად: – იცით რამდენი ფოტოს გადაღება დამჭირდა, რომ ერთი მაინც გამოსულიყო კარგი, ისეთი, რომელიც ბედნიერებას ასახავდა? იმედი მაქვს განმსჯით, რადგან მეც განვსჯი საკუთარ თავს. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ამ ფოტოში სახეზე კანი მძვრება, რადგან აუზზე გასვლისას მზისგან დამცავი კრემი არ გამოვიყენე.

5. ფეხსაცმელების ფოტო 

7af73fc0-f020-0131-6d7c-0aa0f90d87b4

როგორ გამოიყურება: – რომელი წყვილი ფეხსაცმელი ჩავიცვა დღეს? ძალიან ბევრი მაქვს და ყველა მათგანი იდეალურია.

რა ხდება რეალურად: – 1. კოლეჯში წასვლა დავაგვიანე, რადგან დიდი ხანი ვარჩევდი სწორ რაკურსს ამ ფოტოსთვის. 2. მივწერე ჩემს ოთახის მეზობელს: – “ყურადღება არ მიაქციო იატაკზე წრიულად დაწყობილ ფეხსაცმელებს” და გავვარდი სახლიდან. 3. იმ დღეს არც ერთი ეს ფეხსაცმელი არ ჩამიცვამს და უფრო მეტი, ერთ-ერთი წყვილი საერთოდ არასდროს არ ჩამიცვამს.

6. დღე აუზზე 

fa2e2160-f01e-0131-6d7f-0aa0f90d87b4

როგორ გამოიყურება: – დღეს აუზთან დავჯდები და წავიკითხავ წიგნს მნიშვნელოვან თემებზე. ეს ყველაფერი ბუნებრივია. დადმული არაფერი არ იყო. საერთოდ არ მცხელა.

რა ხდება რეალურად: – ვიყიდე ცივი მწვანე ჩაი, მაგრამ სიმართლე, რომ გითხრათ ძალიან მინდოდა frappucino-ს დალევა. კიდევ ამაზე ვფიქრობ, რატომ არ ვიყიდე?! აუზზე სხვა არავინ იყო, ამიტომ ამ ფოტოს გადაღებისას თავი უხერხულად არ მიგრძვნია. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა დადგმულია.

7. “მე პროდუქტიული” 

f27a9b70-f016-0131-c08e-0eb233c768fb

როგორ გამოიყურება: – თქვენ არ ხართ ე.წ. “დილის ადამიანი” (Morning person)? რა სამწუხაროა. აი მე ჩემს დღეს გამთენიისას ვიწყებ ჩაით და ხილით. მიყვარს იმეილეს შემოწმება მზის ამოსვლისას, მანამ სანამ იოგაზე წავალ.

რა ხდება რეალურად: – იძულებული ვიყავი დილის 7 საათზე ავმდგარიყავი, რადგან ბევრი საქმე მოვიტოვე ბოლო წუთამდე. ვერ ვიტან დილით ადრე ადგომას.

8. ლამაზი ყვავილების ფოტო

9dd86070-f01f-0131-c085-0eb233c768fb

როგორ გამოიყურება: – მე მივირთმეც ჯანრთელ საკვებს და ყვავილებით ვარ გარშემორტყმული, რადგან ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ დადებითი მოვლენები ხდება. მე მხოლოდ ისეთ თეფშზე მივირთმევ, რომელიც იმ კვირის თაიგულს შეესაბამება.

რა ხდება რეალურად: – ამ ფოტოს გადასაღებად სკამზე დავდექი და კინაღამ გარმოვვარდი. სალათის ჭამის შემდეგ კი მაინც სიგიჟემდე მშიოდა. როგორც ნებისმიერი სალათის მირთმევის შემდეგ. საერთოდ არ მიყვარს ასეთი საკვები. აი როდესაც ვსაუბროთ მილქშეიკზე, კარტოფილ ფრიზე, ყველიან მაკარონზე, ეს უკვე სულ სხვა საქმეა.

 

P.S  ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ საკუთარი Instagram-ის გვერდზე შევედი და ფოტოებს გადავხედე. რამდენიმე სელფი წავშალე…

 

წყარო: http://www.bustle.com/

Leave a Reply