ერთი წელი გავიდა მას შედეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში შეიარაღებული ძალები შეიყვანა. დღემდე, უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობა მსოფლიოსათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხია, ხოლო, უკრაინელი ხალხისათვის – ტრაგედია, რომელიც თავისუფლებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მშვიდობიან აქციას მოჰყვა შედეგად.

მას შემდეგ, არაერთი პროექტი მიეძღვნა უკრაინაში მიმდინარე პროცესებს – დოკუმენტური ფილმები, სიუჟეტები, ვიდეო მიმართვები და ასე შემდეგ. მათგან აღსანიშნავია ფოტოგრაფ მაქს ავდეევის ფოტო-პროექტი, რომელიც ამერიკული ინტერნეტ მედია პორტალის – BuzzFeed News-სათვის მომზადდა. პროექტზე მუშაობის ფარგლებში, ავდეევმა  გარკვეული პერიოდი დაჰყო  უკრაინის წინააღმდეგ  მებრძოლ დანაყოფთან, რომელიც ცნობილია ლოგვინოვის პირველ სლავიანურ ბრიგადად. როგორც მებრძოლები ამტკიცებენ, ისინი არიან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადგილობრივი მცხოვრებნი და იბრძვიან, როგორც მოხალისეები, თუმცა, მათ მეთაურებს ძირითადად რუსი ოფიცრები წარმოადგენენ, ეს გარემოება კი,  მათ მოხალისეობრივ სულისკვეთებას თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს.

შემდეგი  ფოტოები ზუსტად  ასახავს რუსეთის აგრესიის სისასტიკეს უკრაინაში და არსებული კონფლიქტის უკიდურესად ტრაგიკულ და შემზარავ რეალობას. იმის ხარჯზე, რომ ფოტოგრაფს პროექტის  მთავარი იდეა სწორად და ზუსტად მიეწოდებინა საზოგადოებისათვის, ფოტოები საკმაოდ მძიმე სანახავი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა სტატიაში შენიშვნის, ე.წ. გაფრთხილების მითითება.

 

წყარო:  www.buzzfeed.com

Leave a Reply