პარიზის მოდის კვირეული დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ წამყვანი ფრანგული ბრენდები წარმოგვიდგენენ შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს. პარიზის მოდის კვირეული მოდის მოყვარულებისთვის და ფოტოგრაფებისთვის ნამდვილი აღმოჩენების და ინსპირაციის წყარო ხდება ხოლმე. კვირეულის ფარგლებში უამრავ სტუმარს ეძლევა შანსი თვალი შეავლოს მისი საყვარელი ბრენდის ნამუშევრებს, რომლებიც მომდევნო სეზონზე ჰიტად იქცევა. ჩვენებებზე დასწრების, კრიტიკის და მომდევნო სეზონის ტრენდების განხილვის გარდა მოდის კვირეულზე ყველა სტუმარს ეძლევ საშუალება წარმოაჩინოს თავისი ინდივიდუალური ჩაცმის სტილი.

პარიზის ქუჩის სტილი, მოდის ბლოგერებისთვის და Street Style ფოტოგრაფებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. შეუძლებელია ქუჩებში სეირნობის დროს რამოდენიმე გოგომ მაინც არ მოგჭრას თვალი, თავისი მომხიბვლელი სამოსით.

კლასიკური ფრანგი ქალის სტილი და სრულიად ახალი, თამამი კომბინაციები, – აი რას გადააწყდები პარიზის მოდის კვირეულის სტუმრების შეთვალიერებისას.

Leave a Reply