ორიგინალური,  ლამაზი მოყვანილობის ჭიქები, მასზე გამოსახული წითელქუდიანი ქალის პროფილით, ძალიან კომფორტულია ყავის და ჩაის დასალევად. არომატი კი, რომელიც ამ ფინჯნებიდან იღვრება, ნამდვილად დაუვიწყარია.

ბევრ ჩვენგანს დაგვილევია ასეთი ჭიქით ჩვენს საყვარელ კაფეში, გემრიელი და არომატული ყავა ან ჩაი. მე პირადად დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ Julius Meinl ფინჯნების მწარმოებელი ბრენდი იყო და იმ კაფეში, სადაც სიამოვნებით დავდიოდი, უბრალოდ ძალიან კარგ ყავას ამზადებდნენ. ერთ დღეს კი გავიგე, რომ Julius Meinl 150 წელზე მეტი ხნის  ცნობილი ბრენდია ავსტრიიდან და მსოფლიოს 70 ქვეყანაში იცნობენ და აფასებენ.

1862 წელს, როდესაც იულიუს მაინლი ვენის ცენტრში სურსათის მაღაზიას ხსნიდა, ალბათ მსგავს წარმატებას ვერც კი წარმოიდგენდა. სანელებლებით და ყავის მწვანე მარცვლებით მოვაჭრე უფროსმა მაინლმა, უმალვე მიიქცია ვენის მაღალი საზოგადოების ყურადღება და საკუთარი ტექნოლოგიებით მოხალული ყავის წარმოებაც დაიწყო. მაღაზიაში მალევე  სხვადასხვა არომატის ჩაი გამოჩნდა, რომელიც არანაკლები მოწონება დაიმსახურა.

1924 წელს გრაფიკულმა დიზაინერმა იოზეფ ბინდერმა ავსტრიაში უკვე კარგად ცნობილი მაღაზიის ლოგო შექმნა. ბიჭის პროფილი წითელი ფეზით, რითაც პატივი მიაგო თურქეთის სულთანს. სწორედ მას  უმადლიან 1683 წელს ეთიოპიიდან ევროპაში ენერგიის წყაროს, ყავის შეტანას.

დროთა განმავლობაში Julius Meinl მუდმივ ცვლილებებს განიცდიდა. იცვლებოდა მენიუ, მაღაზიების ქსელი, წარმოების მოცულობა, ლოგო, მაგრამ უცვლელი რჩებოდა მაღალი ხარისხის სტანდარტები.

2004 წელს იტალიელმა დიზაინერმა მატეო ტანმა შექმნა სრულიად ახალი დიზაინის ფინჯანი, რომელიც ლოგოს ამოტრიალებულ ვარიანტს წარმოადგენს. ლოგოზე გამოსახული ბიჭუნა კი მთლიანად ერთი ფერის გახდა.

Julius Meinl დღეისათვის სხვადასხვა სახეობის სასმელს და საკვებს აწარმოებს და უამრავი მაღაზიისა და კაფეს მფლობელია მსოფლიო 5 კონტინეტზე. თბილისში მისი ორი კაფე-მაღაზია გაიხსნა: პეკინის ქ. 34 და პუშკინის  ქ. 35, სადაც მათი პროდუქციის დაგემოვნება და შეძენა შეგიძლიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მათ გვერდს Facebook-ზე.

Leave a Reply