7 მარტს ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიის ორი ქართველი კადეტი  დაიღუპა.

სოსო მაკარიძე აკადემიის მე-4 კურსის სტუდენტი იყო . ის ახლახან სასწავლებლად მანჩესტერის უნივერსიტეტის საავიაციო ინჟინერიის მაგისტრატურაში  ჩაირიცხა, სადაც სწავლა წელს, აკადემიის დამთავრებისთანავე  უნდა გაეგრძელებინა, შემდეგ კი საქართველოს ავიაციაში ბრუნდებოდა.

ბესო გორჯოლაძე ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიაში  2013 წელს, კონკურსის შედეგად ჩაირიცხა და ამჟამად მე-2 კურსზე სწავლობდა.

ორივე ქართველი კადეტი ა.შ.შ. სამხედრო აკადემიაში საუკეთესო ავტორიტეტით სარგებლობდა.

მათმა თანაკურსელებმა, აკადემიის სტუდენტებმა კი საოცარი ერთსულოვნება გამოიჩინეს. ბოლო დღეების განმავლობაში აკადემიის სტუდენტების და მათი მეგობრების უმრავლესობამ Facebook-ის პროფილის ფოტოდ საქართველოს ეროვნული დროშები დაიყენეს და ამ ფორმით თანაგრძნობა გამოუცხადეს გარდაცვლილი ჯარისკაცების მეგობრებს, ახლობლებს და თანამემამულეებს.

 

Leave a Reply