ქალები გლობალური  ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, სტატისტიკის მიხედვით, ქალების ანაზღაურება კაცების ანაზღაურებაზე გაცილებით ნაკლებია. მრავალი წელია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ასოციაცია, გაერთიანება და  უბრალოდ, რიგითი მოქალაქეები ხმამაღლა გამოთქვამენ პროტესტს ამ სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ამ მოძრაობას მსოფლიოში უამრავი ცნობილი ადამიანიც უერთდება. ამის კარგი მაგალითია 2015 წლის ამერიკის კინოაკადემიის  დაჯილდოვების ცერემონიალზე, ოსკაროსანი მსახიობის – პატრიცია არკეტის სიტყვა, რომელიც უშუალოდ ქალთა უფლებებს და მათ სათანადო ანაზღაურების საკითხს შეეხებოდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში  მომუშავე კონტიგენტის 40% -ს შეადგენენ ქალები, ხოლო სიმდიდრის და სოლიდური შემოსავლის  მიხედვით შექმნილ სიაში,  ქალები მხოლოდ 1%-ს დასჯერდნენ.

მნიშვენლობა არ აქვს, რა არის ქალის ყოველდღიური საქმე –  დიდი კორპორაციის მართვა, სპორტის, ხელოვნებისა თუ მეცნიერების  რომელიმე სფეროში მოღვაწეობა, სამხედრო სამსახური,  ბავშვების მოვლა და დიასახლისობა თუ ფიზიკური შრომა – ყველა მათგანი განუსხვავებლად იმსახურებს პატივისცემას და მათი უფლებების უპირობო პატივისცემას.

შემდეგ ფოტოებზე აღბეჭდილი არიან ქალები  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ყველა მათგანს აერთიანებს ირთი და იგივე რამ –  ისინი გადაღებულები არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

საინტერესო და აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი ფოტო გადაღებულია თბილისში.

პაკისტანელი ქალი აგურის ქარხანაში მუშაობისას. პაკისტანი, 2010 წელი.

რიოს კარნავალის მონაწილე სამბას შემსრულებელი მოცეკვავე. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია, 2006 წელი.

ნეპალელი ქალები ბრინჯის მინდორზე მუშაობისას. 2010 წელი.

ჩრდილოეთ კორეელი ქალი დედაქალაქის საფეიქრო ქარხანაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ჩრდილოეთ კორეა, პიონგიანგი, 2014 წელი.

ავღანელი მოკრივე ქალები ქაბულის კრივის კლუბში. 2014 წელი.

აგურის ქარხანაში მომუშავე ინდოელი ქალი. 2013 წლი.

ოქროს მაძიებელი ქალები. პერუ, 2012 წელი.

ბედუინი ქალი ალ-ქაიანის ტომიდან. ისრაელი, 2013 წელი.

ბუტანელი ქალი მუშაობს ხის მომაპირკეთებელ დაზგასთან.

მენდი დაიერი – პრეტშენის ფერმაში დასაქმებულ ქალი. გერმანია, 2014 წელი.

საკვები ტექნოლოგიების დეპარტამენტის ლაბორატორიაში მომუშავე სტუდენტები. გერმანია, ბერლინი, 2013 წელი.

მერსედესის ძრავის ქარხნის ინჟინერი მუშაობის პროცესში. აფალტერბაჰი, გერმანია.

ტაილანდელი ქალი ჩაის პლანტაციაში მუშაობისას. ჩიანგ რაი, ტაილანდი, 2012 წელი.

ტარა მსპერსონი – ამერიკელი მხატვარი და ილუსტრატორი თავის სტუდიაში მუშაობის დროს. ნიუ იორკი, 2013 წელი.

სიგარის ქარხნის თანამშრომელი კუბელი ქალი. ჰავანა, კუბა, 2015 წელი

ლიუ შუიანი – 90 წლის ელექტროშემდუღებელი ქალი სამუშაო პროცესში. ჩინეთი, 2014 წელი.

ფაიფურის მწარმოებელი ქარხნის თანამშრომელი ქალი. საფრანგეთი, 2013 წელი.

საამქროში მომუშავე ინდონეზიელი ქალები ქსოვილის დამუშავების პროცესში. ინდონეზია, 2009 წელი.

ინდოელი მსახიობი ქალი ფილმის გადაღებებისას. 2013 წელი.

ინდოელი ქალები ჯინჯერისა და სანელებლების ქარხანაში მუშაობისას. კარელა, ინდოეთი, 2011 წელი.

მარილის დისტრიბუტორი ქალი ჰაიტიდან. 2014 წელი.

პალესტინელი ამალ აბუ-რქაიაქი საკუთარ სახელოსნოში მუშაობისას. ამალი 40 წელის განქორწინებული მარტოხელა დედაა, რომელიც საკუთარი შემოსავლით არჩენს ოჯახს. სურათი გადაღებულია 2014 წლის 8 მარტს.

ახალგაზრდა აფრიკელი ქალი პლანტაციაში მუშაობის დროს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. 2014 წელი.

რეზინის მწარმოებელი ქარხნის თანამშრომელი ქალები. ტაილანდი, 2014 წელი.

საფრანგეთის ერთ-ერთი სამრეწველო ქარხნის თანამშრომელი ქალი ტილოს საქსოვ დაზგასთან მუშაობისას. ჰალუინი, ჩრდილოეთ საფრანგეთი, 2013 წელი.

ღვინის ქარხანაში მომუშავე ქართველი ქალი. თბილისი, საქართველო, 2013 წელი.

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ დასაქმების პროგრამაში ჩართული აფრიკელი ქალები. 2012 წლის მარტი.

ბანანის პლანტაციაში მომუშავე ინდოელი ქალები. 2012 წელი.

კრისტინა ისიდრო სალაზარი და მისი მეწყვილე ფელისიტას კონტრერას სანტიაგო არემონტებენ საკუთარ სატვირთოს, რაღა შეძლონ ხის მასალის დანიშნულების ადგილას მიტანა. ფოტო გადაღებულია 2006 წელს.

ინდოელი ქალი მარილის შეგროვებისას. გუჯარათი.

მაჰბოუბე ხოშსოლატი – მეხანძრე ქალი შუა აღმოსავლეთიდან. ირანი, თეირანი. ფოტო გადაღებულია 2005 წლის 5 ოქტომბერს.

აფრიკელი ქალები ამუშავებენ მცენარეულ ცხიმს ფრანგული კოსმეტიკური ფირმის – ლ’ოსკიტანის პროდუქციისათვის. 2014 წლის იანვარი.

ბულგარელი ქალი ხალიჩის დასამზადებელ დაზგასთან მუშაობის პროცესში. სოფელი კოსტანდოვო, ბულგარეთი, 2014 წლის იანვარი.

პაკისტანელი ქალი თიხის ქოთნების მოხატვისას. 2011წელი.

ერაყელი ქალი მარილის მოპოვებისას. 2009 წელი.

50 წლის ებრაელი ქალი კერავს ბალიშებს თავის სახელოსნოში. 2008 წელი, ისრაელი.

ბულგარელი ქალი ხალიჩის ფაბრიკაში მუშაობის დროს. ბულგარეთი, 2014 წელი.

ახალგაზრდა ესპანელი ქალი მუშაობს საჰაერო ტურბინაზე. ნავარას პროვინცია, 2013 წელი.

რონ ტაქსით მამაკაცი ნათესავის თანხლების გარეშე. ფორო გადაღებულია 2014 წელს.

 

წყარო: www.huffingtonpost.com

Leave a Reply