თანამედროვე სამყაროში დამსაქმებელთა უმრავლესობა ახალი თანამშრომლების შესარჩევად ინტელექტუალურ ტესტებს იყენებს,  მათ შორის ყველაზე გავრცელებულია  IQ  ტესტი (ინგლის. IQ – Intelligence Quotient).

თითოეულ  თქვენთაგანს არაერთხელ ექნება გაკეთებული IQ ტესტი, მაგრამ იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ ტესტის შედეგი მისი ცოდნის ადეკვატურია. არიან ისეთები, რომლებსაც ერთგვარ წესად აქვთ სხვადასხვა ტესტებში მიღებული მაღალი ქულების დემონსტრირება და წუწუნი, რომ მათთვის შესაფერისი სამსახური ვერ იპოვეს.

IQ-ტესტების მაღალ შედეგებსა და იმას შორისაც, რასაც ჩვენ ადამიანურ გონებას ვეძახით, კავშირი არცთუ სარწმუნოა. ტესტები, რომელთა ამოსახსნელად განსაზღვრული დროა გამოყოფილი, უპირველეს ყოვლისა, გამოსაცდელის აზროვნების სისწრაფისა და იმ უნარის დემონსტრირებას ახდენს, თუ როგორ შეძლებს ის სტანდარტულ ამოცანებზე სტანდარტული პასუხების მოძებნას. ინტელექტუალურ კოეფიციენტს ხშირად “გონებრივ პოტენციალსაც” უწოდებენ – ტესტების შედეგები ხომ იმას აჩვენებს, რა ძალუძს გამოსაცდელს და არა იმას, ახდენს თუ არა ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. IQ ტესტირება არავითარ წარმოდგენას არ იძლევა ინტუიციაზე, დაკვირვებულობაზე, შემოქმედებით შესაძლებლობებზე, ერუდიციაზე.

სწორედ ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, უნარების განვითარების და შეფასების ცენტრმა (IDAC) ინოვაციური მიდგომებით გადაწყვიტა  შეაფასოს ადამიანების სამუშაო უნარები და შექმნა პროდუქტი 4S („ფორესი“).

„ფორესი” (4S) უნიფიცირებული და სტანდარტიზირებული პროდუქტია, რომლითაც წარმატებით ისარგებლებენ როგორც სამსახურის მაძიებლები ან კარიერული წინსვლით დაინტერესებული პიროვნებები, ასევე დამსაქმებლები. 4S საშუალებას იძლევა შეფასდეს პიროვნება 4 სხვადასხვა უნარის მიხედვით: მათემატიკა, ლოგიკა, სივრცული აღქმა და გადაწყვეტილების მიღება.

ტესტის გავლა შეუძლია ნებისმიერი სრულწლოვან ადამიანს, ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირს IDAC.ge-ზე.

პროდუქტის შესახებ დეტალურად საუბრობს, ინტელეტ-კლუბის მაგისტრი და ცნობილი ინტელექტუალი გიორგი ბაქრაძე.

საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდი ვებ-გვერდის Jobs.ge-ს დირექტორი ლექსო ხუბულავა დადებითად აფასებს „ფორესს“ : „მივესალმებით, რომ გამოჩნდა ქართული პროდუქტი, რომელიც დამსაქმებლებს დაეხმარება, სწორედ იმ უნარების მქონე კადრების მოზიდვაში, რაც პრიორიტეტულია კონკრეტული თანამდებობის და მოვალეობის მქონე პერსონალისთვის.“

შედარებისთვის კი გამოვიყენოთ კადრების შერჩევის მეთოდები:

ინტერვიუ

+ ინტერაქტიულობა;

+ რეალური მაგალითების განხილვა.

– გაზომვის და შედარების სირთულე;

– ღია კითხვებით მიღებული ინფორმაციის სტრუქტურირების სირთულე;

– დასწავლა/გამოცდილებით და უნარების შედეგად მიღწეული შედეგის დიფერენცირების სირთულე.

 

4S – ფორესი

შესაძლებლობა, შეფასებულ იქნას ის უნარები, რომლებიც ყველაზე უფრო რელევანტურია სამსახურეობრივი ამოცანების შესრულებისათვის.

I.Q. ტესტი

+ შედეგი განსაზღვრავს სხვა თანაბარ პირობებში საქმიანობის უკეთ შესრულების შესაძლებლობას.

– ძალზედ ზოგადია;

– მის მიერ გაზომილ ბევრ უნარს ნაკლები საერთო აქვს სამსახურეობრივ ამოცანებთან.

კომპანიები ცდილობენ თანამედროვე უნარების მქონე, ჩართული, მოტივირებული და საქმისადმი ერთგული თანამშრომლები მოიზიდონ. მაგრამ გარდა ძლიერი გუნდისა ორგანიზაციები ასევე ცდილობენ ჰყავდეთ საუკეთესო უნარების მქონე ადამიანები ანუ ე.წ ვარსკვლავები. მსგავსი კატეგორიის შესარჩევად კი „ფორესი“ იდეალური საშუალებაა.

Leave a Reply