საქართველოს ევროვიზია 2015-ზე ნინა სუბლატი წარადგენს. 11 მარტს მისი საკონკურსე ვიდეოს პრემიერა შედგა. ვიდეოზე სტუდია BIGCAKE მუშაობდა, ხოლო რეჟისორი დავით გოგოხიაა. კლიპი მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და ნინას სიმღერის ფემინისტურ ხასიათს ზუსტად პასუხობს.

 

 

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეო საოცრად წააგავს WoodKid-სის სიმღერის, Iron-ის ვიდეოს, რომელიც 2011 წლის მარტში, ზუსტად ოთხი წლის წინ იქნა გამოშვებული. ორივე კლიპი შავ-თეთრ, მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, სადაც შავ ფონზე ადამიანები პოზიორობენ. ორივე ვიდეოში ფიგურირებს ცხოველები, დასარტყამი ინსტრუმენტები და საბრძოლო იარაღები.

 

 

 

 

 

 

 

კადრი WoodKid-სის ვიდეოდან

 

კადრი ნინა სუბლატის კლიპიდან

Leave a Reply