საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერმა და ვეტერანმა მორაგბემ,  ნოდარ ანდღულაძემ, რომელიც  ნიუ-იორკში, გაეროს 59-ე სესიაში მონაწილეობს, თავის სიტყვაში ქალთა ძალადობის დაძლევის გზებზე ისაუბრა:

„ჩვენ, როგორც მამებმა, მეუღლეებმა, ძმებმა და შვილებმა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა აღვკვეთოთ. განსაკუთრებით აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ სპორტსმენებმა, რომლებსაც ახალგაზრდა ვაჟები მაგალითად გვთვლიან. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ მსოფლიოს ქალების და შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისთვის, ამიტომ მინდა მოვუწოდო სპორტის ფედერაციებს, ყველა ცნობილ სპორტმენს, შემოგვიერთდნენ ამ ინიციატივაში და მიაღწიონ ცვლილებებს თავიანთ ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში. ” 

ეს არის ნაწყვეტი სიტყვიდან, რომლითაც ნოდარ ანდღულაძემ ღონისძებაზე „სპორტის როლი ქალთა გაძლიერებაში პოსტ 2015“ გამოვიდა. კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული. სრული გამოსვლა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:http://bit.ly/1MGu23h 

Leave a Reply