ჯორჯინა ჰარვუდი, წარმოშობით სამხრეთ აფრიკელია. ჰარვუდს რამდენიმე დღის წინ, ასი წელი შეუსრულდა, თუმცა, მისი ცხოვრების სტილი ნებისმიერი ახალგაზრდა ადამიანისათვის მისაბაძი მაგალითია. ასი წლის იუბილე ჯორჯინამ ორიგინალურად აღნიშნა  – ის ვერტმფრენიდან გადმოხტა პარაშუტით. საინტერესოა ისიც, რომ ეს არა არის პირველი შემთხვევა  – ჰარვუდი ექსტრემალური სპორტის ამ სახეობით 92   წლის ასაკიდან არის  დაინტერესებული და ეს მისთვის მესამე ცდა იყო. როგორც იუბილარმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში თავის მეორე სურვილს განახორციელებს  და ზვიგენებთან ერთად ჩაყვინთავს.

ჰარვურდს საკმაოდ დიდი ოჯახი ჰყავს, რომელიც თხუთმეტი წევრისაგან შედგება და რამდენიმე მათგანს ჯორჯინა დიდ ბებიად უკუთვნის. დაბადების დღეზე, ოჯახის წევრები და მეგობრები იუბილარის გვერდით იყვნენ.

ჯორჯინა ნამდვილად  ნათელი მაგალითია იმისა, რომ ცხოვრებით ტკბობა, სურვილების პრაქტიკული განხორციელება და ახალი გამოცდილებების შეძენა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი.

 

     

 

 

 

წყარო:  www.huffingtonpost.com

Leave a Reply