საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს ჩიკაგოში ალბათ აქამდეც არაერთხელ მოხვედრიათ თვალში მათ წინ მჯდომი მგზავრის უკანალი, მაგრამ ახლა სკამების საზურგეებზე განთავსებული ნახატი და წარწერა კონკრეტულ მიზანს ემსახურება: – გაზარდოს ცნობადობა და ხილვდობა ისეთი  დაავადების, როგორიც მსხვილი ნაწლავის სიმსივნეა. no-one-wants-to-see-this-merediths-miracles-colon-cancer-foundation-1

“მსხვილი ნაწლავის სიმსივნე მეორე ადგილზეა ყველაზე მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების სიაში. მაგრამ თუ მას ადრეულ ეტაპზე აღმოაჩენ, ადვილად შესაძლებელია სიკვდილს გადაურჩე”

კვლევების თანახმად, მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ამერიკელებისთვის მართლაც ძალიან ხშირად ხდება სიკვდილის მიზეზი. მხოლოდ გასულ წელს ეს დიაგნოზი 136,830  ადამიანს დაუსვეს შტატებში.

რეკლამის იდეა სარეკლამო კომპანია  FCB Chicago-ს ეკუთვნის. დამკვეთი Meredith’s Miracles Colon Cancer Foundation -ია.

Leave a Reply