31 წლის ჰიდერ ბარვიკი, რომელიც შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობს, ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ ილაშქრებს.  ქალბატონი, რომელიც ადვოკატია, კარიერის ადრეულ წლებში ერთქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის იბრძოდა და ლგბტ პირებს ეხმარებოდა, თუმცა წლების შემდეგ მან აზრი შეიცვალა.

  ,,როცა 3 წლის ვიყავი დედაჩემმა მამა მიატოვა და საცხოვრებლად სხვა ქალთან გადავიდა. მათ უყვარდათ ერთმანეთი და მეც მომწონდა დედას ახალი პარტნიორი, მაგრამ კიდევ ერთი დედა ვერასდროს ჩაანაცვლებს მამას, რომელიც მე არასდროს მყოლია.  დედამ და მისმა პარტნიორმა 80-იან და 90-იან წლებში აღმზარდეს და ცხადია, ეს მათთვის ძალიან რთული იყო. მე თავს უფლებას ვაძლევს გეი საზოგადოებას მივმართო, რადგან მათ წიაღში აღზრდილი ადამიანი ვარ.  მე არ ვემხრობი ერთსქესიანთა ქორწინებას, არა იმიტომ, რომ საქმე გეებს ეხება, არამედ, ქორწინების სპეციფიკიდან გამომდინარე.  ჩვენ ვეუბნებით ერთმანეთს, რომ ერთსქესიანთა ქორწინებაში ცუდი არაფერია, მაგრამ ჩემთვის და ჩემი მსგავსი ადამიანებისთვის, ასეთ პირობებში აღზრდა ძალიან მტკივნეულია. მამის ნაკლებობამ, ჩემში გააჩინა სიცარიელე, რომლის ამოვსებაც ძალიან რთულია.”

 

 

გეი უფლებების დამცველმა, აბიგეილ გარნერმა, უპასუხა ჰიდერ ბარვიკის განცხადებას და აღნიშნა, რომ ის იზიარებს ამ ქალბატონის მიერ განცდილ ტკივილს და თანაუგრძნობს მას, თუმცა, მას აბსურდულად მიაჩნია, ერთი კონკრეტული ისტორიის განზოგადოება და ამის გამო ერთსქესიანთა ქორწინების დაბლოკვა.

ჰიდერ ბარვიკი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან, რომლებიც დოლჩე და გაბანას მიერ, ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას მიემხრო.

Leave a Reply