გასულ კვირაში გამართული ამერიკული “ნიჭიერის” მორიგ ტურზე ცნობილმა მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა კიდევ ერთხელ გააოცა მრავლისმნახველი საზოგადოება, თავისი ემოციური და შტამბეჭდავი გამოსვლით.

ჯეი ლო  სცენაზე უზარმაზარი თეთრი კაბით გამოცხადდა, რომელიც შეუდარებელი პერფომანსის შემადგენელი ნაწილი იყო.

ულამაზესი და სცენის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კაბა, თავისი ძირითადი ფუნქციის გარდა ეკრანის ფუნქციასაც ატარებდა. სიმღერის “Feel the Light” შესრულების დროს კაბა ვარსკვლავებით მოჭედილ ცად იქცა.



მომაჯადოვებელი და ზღაპრული იყო როგორც მომღერლის ჩაცმულობა, ასევე შოუს დროს გამოყენებული აქსესუარები და მაკიაჟი. ძვირფასი თვლებით მოჭედილი მიკროფონი, უზადო მაკიაჟი და ვარცხნილობა, რაც კიდევ უფრო ამსგავსებდა 45 წლის ჯეი ლოს ზღაპრულ პრინცესას.

 

Leave a Reply