13 წლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ,,საიდუმლო მასალები” ეკრანებზე ბრუნდება.  სერიალის შემქმნელმა და პროდუსერმა კრის კარტერმა განაცხადა, რომ შოუ ექვსი ახალი ეპიზოდით 2015 წლის ბოლოს  დაბრუნდება, გადაღებები კი ზაფხულში დაიწყება.  სერიალის ვარსკვლავებმა დევიდ დუქოვნიმ და გილიან ანდერსონსონმა სერიალში დაბრუნებაზე თანხმობა გაცხადეს.

,, ეს 13 წელი, ჩემთვის, დიდ სარეკლამო ჭრას გავდა და ჩვენ მზად ვართ დაბრუნებისთვის.  სასიხარულო ამბავია ის, რომ ამ დროის განმავლობაში მსოფლიო კიდევ უფრო უცნაური გახდა და ეს შესანიშნავი დროა ექვსი ახალი ამბის მოსათხრობად” –  აცხადებს კრის კარტერი.

 

 

სერიალი “ფოქსის” ეთერში 1993-2002 წლებში მიმდინარეობდა. მან მოიპოვა 19 მილიონიანი აუდიტორია და 14 ემი.  ,,საიდუმლო მასალები” იქცა საკულტო სერიალად და მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პოპ კულტურის განვითარებაზე.

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply