65 წლის  ეგვიპტელი სისა აბუ დაო 6 თვის ორსული იყო, როდესაც მისი ქმარი გარდაიცვალა. 21 წლის გოგონამ, იმისათვის რომ მასკულინურ ქვეყანაში თავის გადასარჩენად უფრო ეფექტურად ეშრომა, თმა შეიჭრა, კაცის ტანსაცმელი მოირგო და ასე მივიდა პირველ დამსაქმებელთან.  პირველი სამუშაოები არც ისე მარტივი და სახალისო ქონდა: მუშაობდა როგორც აგურის დამამზადებლად, ასევე ფეხსაცმლის მწმენდავად. სისას, რომელიც უკვე 43 წელზე მეტია კაცის როლში შესული ცხოვრობს, ეგვიპტის პრეზიდენტმა განსაკუტრებული ჯილდოც კი გადასცა წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა მისი ნაცნობისთვის უკვე ცნობილია მისი ბიოლოგიური სქესი, კაცის სამოსის გახდას და თმის გაზრდას მაინც აღარ აპირებს და ამბობს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე გააგრძელებს ცხოვრებას.

26EC661C00000578-3007914-Most_devoted_mother_Over_the_weekend_Sisa_Abu_Daooh_65_left_even-m-9_1427129957364

სისას გადაწყვეტილებამ, გაეტარებინა ცხოვრება შეცვლილი სქესით, მას საშუალება მისცა თავიდან აეცილებინა სექსუალური ძალადობა და გამოემუშავებინა იმდენი ფული, რამდენიც მისი, მისი შვილისა და შვილიშვილების ცხოვრებისთვის იყო საჭირო. დღეს ის ამბობს, რომ კაცი, რომელიც მისი ქმარი იყო, მისი ნების წინააღმდეგ, ტრადიციების თანახმად, სიყვარულის გარეშე დაქორწინდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ძმები კიდევ ცდილობდნენ მისთვის ახალი კაცის გაცნობას, რისი სურვილიც აღარ გააჩნდა.

 

Leave a Reply