livejournal-ზე განთავსებულ ერთ-ერთ ბლოგზე, რომლის ავტორიც  ლევან ავლაბრელია (ფსევდონიმი), რამდენიმე სერიად განთავსებულია ფოტოკომპილაციები, რომლებიც თბილისის ძველ და ახალ ფოტოებს ერთიანებს და ერთ კადრში ორ სხვადასხვა ისტორიას ატევს. ასეთი სინთეზური არტები ვიზუალური ხელოვნების გავრცელებული მიმდინარეობაა და ბევრი ქალაქის შესახებ არსებობს, მაგრამ თბილისისთვის პირველია. ძველი კადრების დიდი ნაწილი ერმაკოვის ფოტო კოლექციებიდანაა აღებული. 

ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი; მეფის რუსეთის დროს აქ იყო ეკლესია, კადრში ჩანს ნიკოლოზ მეორის კავკასიაში ვიზიტის დროს სტუმრობა 1914 წელს .

პუშკინის ქუჩა, თავისუფლების მოედანი; 

ხელოვნების მუზეუმი. მისი არსებობის პირველ წლებში აქ ფუნქციონირებდა სასულიერო სემინარია.

თბილისის საკრებულოს შენობა, ყოფილი მერია.

ყოფილი სასტუმრო “კავკასი”

გუბერნატორის სასახლე და ტაძარი რუსთაველზე

ალექსანდრე ნეველის ეკლესია და პირველი გიმნაზია რუსთაველზე

არქიტექტორთა საზოგადოების შენობა რუსთაველზე/ ახლანდელი რუსთაველის თეატრი

სომხური წარმოშობის თბილისელი კომერსანტის, ალექსანდრე მელიკ-აზარიანცის სახლი რუსთაველზე, რომელიც მისი ადრეულ ასაკში დაღუპული შვილის ხსოვნისთვის ააგო

ეკლესია გრიბოედოვის ქუჩის კუთხეში

კადეტების კორპუსი, გაიხსნა 1909 წლის 30 დეკემბერს.

ლაღიძის სახლი, რუსთაველის გამზირი

მეტეხი; ხედი ნარიყალადან

ხიდი მტკვარზე

სულთნის მეჩეთი და მეტეხის ხიდი

ხედი მეტეხიდან

მეტეხი

მეტეხის ციხე და მაიდანი

მაიდანი, სომხური ტაძარი და ნარიყალა

უცხოელი ტურისტები მაიდანზე

თათრები (ასე ეძახდნენ ადრე თბილისში მცხოვრებ ყველა მუსულმანს)

გზა ბოტანიკური ბაღისკენ

ძველი ქალაქი, ხედი აბანოთუბნიდან

სარეცხის რეცხვა აბანოთუბანში

ორბელიანების ცისფერი აბანო

კვერცხის გამყიდველები მაიდანზე

ხალიჩების ბაზარი მაიდანზე

ბაზარი მაიდანზე

 

 

 

http://levan-74.livejournal.com/

 

Leave a Reply