25 მარტს დაიწყო მოსკოვის მოდის კვირეული, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც  მოდის ინდუსტრიაში ფესვგამდგარი და უკვე კარგად ცნობილი, ასევე  ახალბედა ბრენდები. დიზაინერები  2015 და 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს წარადგენენ. მონაწილეთა სია ძირითადად რუსული მოდის სახლებისგანაა დაკომპლექტებული, რომელთა შორისაც მოხვდა  მოსკოვში  კარგად ცნობილი და პოპულარული, წარმოშობით ქართველი დიზაინერი რია ქებურია.

Ria Keburia – ძირითადად საქართველოს გარეთ მოღვაწეობს, რომლის ნამუშევრებმაც უკვე კარგა ხანია აღიარება მოიპოვა და თამამად დაიკავა საკუთარი ადგილი პოდიუმზე. იაპონური კულტურის ზეგავლენით, ქართული მოდის მოტივებზე ქმნის “მოლაპარაკე” სილუეტებს, რომლებიც ყვებიან თანამედროვე, ძლიერ, გარკვეულ წილად გულუბრყვილო და სექსუალურ ქალზე. პირველად რიას სახელი საზოგადოებამ, 2012 წელს, კონკურს Be Next-დან გაიგო და მას შემდეგ ინარჩუნებს აქტუალურობას.

“მოგზაურობა წარსულიდან მომავალში: სპორტული ფორმები და მდიდრული ქსოვილი, რენესანსის სილუეტები და მაღალტექნოლოგიური ქსოვილები” – ასე დაახასიათა Ria Keburia-ს 2015-16 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რუსულმა Vogue-მა, რომელიც წარადგინეს მოსკოვის მოდის კვირეულზე.

Leave a Reply