ჭაღარა თმა, როგორც წესი, ასაკის მატებასთან ასოცირდება. ქალები თავს არ ვზოგავთ, იმისთვის, რომ დავფაროთ ჩუმ-ჩუმად ამოსული თეთრი თმა: ხშირად ვსტუმრობთ სილამაზის სალონებს, თმას ვიღებავთ, ვცდილობთ, კარგი ხარისხის საღებავი ავარჩიოთ და ა.შ. ვინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ჭაღარა თმის ტარება მოდური იქნებოდა. თუმცა 21-ე საუკუნეში არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. ახალმა ტრენდმა უკვე მთელი ინტერნეტი მოიცვა და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა გოგო იღებავს თმას თეთრ-ნაცრისფერ ტონალობაში.

რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ თმა თეთრ-ნაცრისფრად შევიღებოთ? ზოგიერთის აზრით ნაცრისფერი თმას ბზინვარებას მატებს და ისიც უფრო ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურება. ზოგი ამ ტენდენციას მხოლოდ იმიტომ მიჰყვება, რომ სხვებისგან გამორჩეული იყოს. მოკლედ მიზეზებს რა დალევს. თუმცა, ახალმა ტრენდმა თავისდაუნებურად წინ წამოწია ჭაღარა თმის ასაკის მატებასთან ასოცირების ფაქტი. იქნება თუ არა ეს ტენდენცია ახალი სოციალური ცვლილების საფუძველი, ეს არავინ იცის. მანამდე კი მოდით თვალი გადავავლოთ Instagram-ზე განთავსებულ სურათებს.

 

წყარო: www.boredpanda.com

 

Leave a Reply