ალბათ, ყველა ქალს გაუგია ფეხის გადაბრუნებისას გატეხილი ქუსლის ხმა. ეს ნიშნავს, რომ ან ჩვენთვის საყვარელი ფეხსაცმელი ნაგავში უნდა გადავაგდოთ, ან  უკეთეს შემთხევაში ქუსლი მივაწებოთ. ამ შემთხვევაში ცხადია რისკი იმისა, რომ ერთი-ორი კვირის მერე იგივე დაგვემართება, დიდია. თუ ქუსლის მოტეხვას გადავრჩენილვართ, ის მაინც იქნება ნაცნობი, როცა ფეხებდაღლილს გვიფიქრია – “რატომ ჩავიცვი ქუსლიანი ფეხსაცმელი?”. კანადელმა დიზაინერმა ტანია ჰეტმა (Tania Heath) ორივე პრობლემას უპოვნა გამოსავალი. მან გამოიგონა ფეხსაცმელი, რომელსაც ერთ ღილაკზე თითის დაჭერით ქუსლი ეხსნება.

დიზაინერის მიერ შექმნილ ყველა ფეხსაცმელს აქვს ღილაკი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია,  მოვხსნათ ქუსლი და ჩავანაცვლოთ სხვა სასურველი სტილის ქუსლით ან საერთოდ ჩანთაში ჩავაწყოთ ისინი და დროებით დაბალძირიანი ფეხსაცმელი გვეცვას. ფეხსაცმელებს შიდა მხრიდან აქვს შავი ღილაკი. როდესაც ქუსლს ვამაგრებთ, ღილაკი იწევა და ისმის ტკაცუნის ხმა. ხოლო ქუსლის მოხსნისთვის ღილაკზე თითის დაჭერაც საკმარისია. ასეთი ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ, თავად აკონტროლოთ როდის რა სიმაღლის ფეხსაცმელს ჩაიცვამთ. მაგალითად, 8 სანტიმეტრიანი ქუსლი შეგიძლიათ ზუსტად 2 წუთში 4 სანტიმეტრიანით (ან უფრო ნაკლებით) შეცვალოთ.

   

“იგივე ფეხსაცმელი, განსხვავებული ქუსლი, ულევი შესაძლებლობა” – ასეთია ტანია ჰეტის კოლექციის სლოგანი. დიზაინერის თქმით, მისი შთაგონება პირადი გამოცდილება იყო: – “მე ხშირად დავდიოდი რესტორნებში, წვეულებებზე, სხვადასხვა მიღებებზე და ვერასდროს ვუძლებდი არაკომფორტული ფეხსაცმლისგან გამოწვეულ ტკივილს. ერთხელ კინაღამ ავტოავარიაშიც  მოვყევი, რადგან ფეხი გადამიბრუნდა და ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდა.”

ფეხსაცმლის კოლექციის შექმნისთვის დიზაინერს 14 ინჟინერი და 2 წელიწად ნახევარი დასჭირდა.

   

  

 

წყარო: www.dailymail.co.uk

 

 

One Response

Leave a Reply