ჯგუფმა “მწვანე ოთახმა” და დათო ლომიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო გადაიღეს, რომელიც ეხმაურება სიცოცხლის გადასარჩენად სირბილის  თემას.  ეს მსოფლიო რბენა აგროვებს გარკვეულ თანხას და ყურადღებას იპყრობს ზურგის ტვინის დაზიანების განკურნებით დაკავებული მეცნიერებისადმი. სპონსორებისგან და კერძო შემოწირულობებით შემოსულ თანხებს, ემატება რეგისტრაციის საფასურიდან შემოსული თანხა, რომლის 100% ხმარდება კვლევებს, რათა ზურგის ტვინის დაზიანების განკურნება შესაძლებელი გახდეს. კაცები და ქალები, ახალგაზრდები და ასაკოვნები, გასართობად და სარბენად, მარტო ან მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, იკრიბებიან რომ დაეხმარონ მათ, ვისაც ეს სჭირდება. ყველას ერთი დიდი მიზანი აერთიანებს: Wings for Life ფონდის მხარდაჭერა.  ყველა მონაწილე, მთელს მსოფლიოში განთავსებულ ნებისმიერ 35 ლოკაციაზე, იწყებს სირბილს 3 მაისს, 11 საათზე (UTC დროით), და 30 წუთის შემდეგ ფინიშის მანქანა იწყებს მოძრაობას, იმისთვის, რომ დაეწიოს ყველას, სანამ ბოლო მონაწილე არ გამოეთიშება რბენას.

საქართველოში Wings For Life World Run  3 მაისს გაიმართება 15:00 საათზე ლოპოტას ტბის ჩასახვევთან, თელავი–ყვარელის გზატკეცილის მე-10 კილომეტრზე.

http://www.wingsforlifeworldrun.com/ge/ka/kakheti/

Leave a Reply