ჩინეთის ოფიციალურ პირთა ცნობით, ნეპალის  წარმომადგენლებმა ჩინეთის მთავრობას პეკინისა და კატმანდურის რკიგიზით დაკავშირება სთხოვეს.

 ,,იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება მოხერხდეს, საჭირო გახდება მუშებმა მწვერვალ ევერესტში გაიყვანონ რამდენიმე ძალიან გრძელი გვირაბი.” – აცხადებს ჩინეთის რკინიგზის აკადემიის ექსპერტი ვან მანგსუ.

 

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უკვე გაითხარა მთა საგამართჰა, რომელიც ასევე ნეპალში მდებარეობს. პროექტი დასრულდება 2020 წლისთვის და  თუ რკინიგზას ნეპალი-ინდოეთის საზღვრამდე მიიყვანენ, ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი და დატვირთული რკინიგზის ხაზი, რომელიც ერთმანეთს პეკინსა და კალკუტას დააკავშირებს, თუმცა ვინაიდან მატარებლებს ჰიმალაის გადაკვეთა მოუწევთ, მათი მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად შემცირდება.

წყარო : http://www.mirror.co.uk/news/world-news/china-planning-dig-tunnel-through-5496643

 

Leave a Reply