67 წლის ჰილარი კლინტონმა, რომელიც ამერიკის ამჟამინდელი გენერალური მდივანი და ყოფილი პირველი ლედია, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა იუთუბზე ვიდეოს განთავსებით ოფიციალურად წამოაყენა.  90 წამიან ვიდეოში ჰილარი კლინტონი საუბრობს ძლიერი ოჯახის მნიშვნელობაზე. ვიდეოში გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა რასობრივი ნიშნის, სქესის, წარმომავლობისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანიანები, რომლებიც თავიანთ სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.

 ,,ყოველდღიურად ამერიკელებს სჭირდებათ ჩემპიონი და მე ვაპირებ ვიყო ეს ჩემპიონი.”

ვიდეოში პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ძლიერი ოჯახი ძლიერი ამერიკის საწინდარია და ამომრჩევლებს მოუწოდებს მას მხარი დაუჭირონ.

ჰილარი კლინტონს თვითერის მეშვეობით მხარი დაუჭირა თავისმა ქალიშვილმა. მანვე ,,ელლესთან” ინტერვიუში თქვა :

 ,,ამერიკა თანასწორობის ქვეყანაა, მაგრამ როცა ჩვენ ვხედავთ, რომ გენდერულ საკითხებში თანასწორობა მიღწეული არაა, ეს ჩვენს წინაში დიდ გამოწვევებს აყენებს და დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ქალი პრეზიდენტი მათ მოგვარებას შეძლებს.”

Leave a Reply