ქართველი მოჭადრაკე, გაიოზ ნიგალაძე დუბაიში მიმდინარე ჩემპიონატიდან მოხსნეს ტელეფონში საკუთარი სმარტფონის უკანონოდ გამოყენების გამო  და ახლა 15 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. სმარტფონის საშუალებით საქართველოს ორგზის ჩემპიონი (2013 და 2014 წლებში) ერთ-ერთი აპლიკაციაში სავარაუდო სვლებს ამოწმებდა, რაც ჩემპიონატის წესების უხეში დარღვევაა. 

შეხვედრა, რომლის დროსაც ქართველი მოჭადრაკე მოხსნეს, მასა და საქართველოს ორგზის ჩემპიონს, ტიგრან პეტროსიანს შორის მიმდინარეობდა. მისი მეტოქის თქმით, გაიოზი ტუალეტში საეჭვოდ ხშირად დადიოდა. გადამოწმების შემდეგ სწორედ იქ აღმოჩნდა ხელსახოცში გახვეული მობილური ტელეფონი.

ინფორმაციას დუბაის საჭადრაკო კლუბი ავრცელებს, რომელიც ჩემპიონატის ორგანიზატორი იყო.

წყარო: http://www.dubaichess.ae/2015/04/12/dubai-bans-georgian-chess-champion-caught-cheating-at-dubai-open-chess-tournament/

 

Leave a Reply