მათიას იუნგი გერმანელი გრაფიკოსია, რომელიც წარმოსახვითი კონსტრუქციების სერიებს ქმნის. მის ნამუშევრებზე წარმოდგენილი შენობები არქიტიტექტურის ლოგიკას თავდაყირა აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ სურათებზე გამოსახულია სრულიად არარეალური ნაგებობები, კოლაჟი  მაინც საოცრად ცოცხალი და ექსპრესიულია. ამ ირეალურ შენობებში  შერწყმულია ბუნების ელემენტები.  თითოეული ნამუშევარი იმდენად დახვეწილია, რომ დამთვალიერებელი ერთ მთლიანობაში აღიქვამს კონსტრუქციების არქიტექტურას და იმ კონტრასტულ დეტალებს, რომლებსაც ხელოვანი იყენებს შენობების გარდასაქმნელად. ეს  არის, თითქოს, ხელოვნებით გაცოცხლებული მაგიური სამყარო ტერი გილიამის ფილმებიდან.

 

წყარო:  www.thisiscolossal.com

Leave a Reply