თანამედროვე ეპოქაში, ხელოვნებამ მუზეუმებიდან და საგამოფენო დარბაზებიდან ქუჩაში გადაინაცვლა და  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა  –  ქუჩის მუსიკა, მოხატული კედლები – ე.წ სთრით-არტი, ბანერები განსხვავებული მესიჯებით – სწორედ ეს წარმოადგენს 21- ე საუკუნის არტს. ის შესაძლებელია შორს იყოს ხელოვნების კლასიკური გაგებისაგან, თუმცა, ხშირად უფრო ექსპრესიულია, ვიდრე რომელიმე ცნობილ გალერეაში გამოფენილი ძვირადღირებული ტილო. თანამედროვე არტისტები უმთავრესად ცდილობენ, მათ მიერ შექმნილი ხელოვნება იყოს განსხვავებული და ინდივიდიალური, ისე, რომ შემოქმედება ავტორის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცეს. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება ლონდონის ქუჩებში ‘დამალული’ მინიატურული სკულპტურები. მისი ავტორი ბრიტანელი არტისტი და ფოტოგრაფია, რომელიც ცნობილია სლინკაჩუს ( Slinkachu) სახელით. ის ქმნის და შემდეგ ფირზე აღბეჭდავს მინიატურულ ფიგურებს, რომლებიც შერწყმულია ლონდონის ქუჩებთან და ბევრისათვის შესაძლოა სამუდამოდ შეუმჩნეველი დარჩეს.

‘მე ვქმნი მცირე ზომის ფიგურებს და შემდეგ ვტოვებ მათ ქუჩებში, რათა ერთ დღეს იღბლიანმა გამვლელებმა აღმოაჩინონ, ან პირიქით – სამუდამოდ დაიკარგონ.’- ამბობს არტისტი.

 

 

 

წყარო: www.slinkachu.tumblr.com

Leave a Reply